ფეხბურთი

2:10 | 30.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საქართველოს ნაკრები მზადებას განაგრძობს, ვაისმა მეტოქე დაზვერა (+VIDEO)

საქართველოს ნაკრები ავსტრიულ შეკრებაზეა და ამხანაგური მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. სფფ-ის პრესსამსახურის ცნობით, მომავალი მეტოქის, მალტის ნაკრების თამაშს, რომელიც ავსტრიის ქალაქ ვატენსში სომხეთს დაუზავდა (1:1), ვლადიმირ ვაისი დაესწრო.

სლოვაკის განკარგულებაში კი 23 ფეხბურთელია და ყველა მზადაა სათამაშოდ. საქართველოს ნაკრები მალტას ავსტრიაში, 1 ივნისს გაეჯიბრება. აღნიშნული მატჩის პირდაპირი რეპორტაჟი საზოაგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზეა დაგეგმილი. თამაში თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

აქვე გეტყვით, რომ ჩვენი ქვეყნის მთავარი გუნდი 5 ივნისს, ლუქსემბურგის ნაკრებს მისსავე მოედანზე დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119871