ფეხბურთი

17:48 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

იურგენ კლოპი: "ფაბინიო? - ეს ძალიან მაგარია!"

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ბრაზილიელი ფაბინიოს ტრანსფერით კმაყოფილია. გერმანელი სპეციალისტის თქმით, 24 წლის ნახევარმცველი “წითლებს” აუცილებლად გააძლიერებს.

“ჩვენს გუნდს უერთდება არამარტო შესანიშნავი ფეხბურთელი, არამედ დიდებული ადამიანი. მე ვესაუბრე მას და ამაში დავრწმუდი. მისი მენტალიტეტი აუცილებლად დაეხმარება და გააძლიერებს “ლივერპულს”. რაც მთავარია, მრავალმხრივი ფეხბურთელია შეუძლია, როგორც ნახევარდაცვაში, ისე მარჯვენა ფლანგზე თამაში. ეს ძალიან მაგარია”, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, ფაბინიო მადრიდის “რეალის” აკადემიის აღზრდილია და 2013 წელს “სამეფო კლუბის” მაისურით 1 მატჩიც ჩაატარა. შემდეგ კი ფრანგულ “მონაკოს” მიაშურა, სადაც პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინა.

“ლივერპულის” ბრაზილიელი უნივერსალის ტრანსფერი 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი დაუჯდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112596