ფეხბურთი

2:25 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გურამ კაშია: "გუნდში პოზიტიური განწყობაა და გულშემატკივრებისგანაც იგივეს ვგრძნობთ"

საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის თვეში დაგეგმილი ამხანაგური მატჩებისთვის ავსტრიაში ემზადება. "ჯვაროსნების" ვიცე-კაპიტანი გურამ კაშია კი, კომენტარს აკეთებს. ქართველი მცველის განცხადებით, გუნდში ამაღლებული და პოზიტიური განწყობაა.

“საწვრთნელ შეკრებაზე ბევრი ახალი ფეხბურთელია, რაც რა თქმა უნდა სასიამოვნო და კარგია ახალგაზრდებისთვის, რომ მწვრთნელს დაანახონ საკუთარი შესაძლებლობები. რადგან ამ ორი ამხანაგური მატჩის შემდეგ, მხოლოდ ოფიციალური თამაშები გვექნება. კარგია, რომ მწვრთნელი ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას აძლევს. ამისთვის მათ აქვთ დრო, დაახლოებით ათდღიანი შეკრება გვაქვს, ასეთი საწვრთნელი შეკრებები ძალიან კარგია ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. მზადება წარმატებით დავიწყეთ, კარგი სასტუმროა, ამინდიც შესაბამისი, გუნდში ამაღლებული განწყობაა, რადგან ბოლო ამხანაგურ თამაშებში კარგად ვითამაშეთ, დადებითი შედეგი გვქონდა და ხარისხიც კარგი იყო. პოზიტური განწყობით ვართ და ამას გულშემატკვირებისგანაც ვგრძნობთ", - ციტირებს კაშიას სიტყვებს სფფ-ის ვებგვერდი.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები 1 ივნისს, მალტის, ხოლო ოთხი დღის შემდეგ ლუქსემბურგის ნაკრებს ამხანაგურად გაეჯიბრება.

0.112238