ფეხბურთი

0:00 | 29.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ფაბინიო “ლივერპულში” გადავა

“მონაკოს” ჩამშლელი ნახევარმცველი ფაბინიო, კარიერას “ლივერპულში” განაგრძობს – წერს “მონეგასკების” ოფიციალური ვებგვერდი.

ზემოხსენებული წყაროს თანახმად, კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს და 24 წლის ფეხბურთელი 1 ივლისს ოფიციალურად გახდება მერსისაიდელთა წევრი, ხოლო ტრანსფერის ღირებულებად დაახლოებით 40 მილიონი გირვანქა სტერლინგი სახელდება.

ფაბინიო “მონაკოს” ღირსებას 2013 წლიდან იცავდა, გასულ სეზონში 45 შეხვედრა ჩაატარა, 8 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა მიითვალა. მას ფრანგულ კლუბთან კონტრაქტი 2021 წლამდე აკავშირებდა.

თეგებიფაბინიო
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115331