ფეხბურთი

18:02 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ძიუდოს კავშირი რამოსი-სალაჰის ეპიზოდს გამოეხმაურა...

ევროპის ძიუდოს კავშირი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალში, სერხიო რამოსისა და მოჰამედ სალაჰის ეპიზოდს გამოეხმაურა. ტვიტერის გვერდზე ძიუდოს კავშირმა დაწერა:

"ეს ილეთი ძიუდოში აკრძალულია, მაგრამ ფეხბურთში საკმარისად კარგია, ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად".

შეგახსენებთ, "რეალისა" და "ლივერპულის" მატჩის პირველ ტაიმში სერხიო რამოსსა და სალაჰის კონტაქტის შედეგად ეგვიპტელმა ტრავმა მიიღო და თამაში ვეღარ გააგრძელა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111686