ფეხბურთი

15:07 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არტურო ვიდალს "იუვენტუსში" დაბრუნება სურს

მიუნხენის “ბაიერნის” ნახევარმცველი არტურო ვიდალი შესაძლოა, ზაფხულიდან ახალ გუნდში ვიხილოთ. Calciomercato-ს ინფორმაციით, ჩილელ ფეხბურთელს ტურინის “იუვენტუსში” დაბრუნება სწადია.

იტალიურ მედიაში მიიჩნევენ, რომ ვიდალი “ბაიერნისთვის” არცთუ მნიშვნელოვანი ფეხბურთელია და ნიკო კოვაჩის გეგმებში არ ჯდება. ამასთან, 31 წლის სამხრეთამერიკელს “რეკორდმაისტერთან” ხელშეკრულება 2019 წლის ივნისამდე აკავშირებს და გერმანელთა მხრიდან გახანგრძლივებაზე საუბარი ჯერაც არ ყოფილა. გარდა ამისა, “ბაიერნმა” “შალკედან” ვიდალის უშუალო კონკურენტი ლეონ გორეცკა კარგა ხნის წინ გაიფორმა.

ყველაფერთან ერთად, აპენინელმა ჟურნალისტებმა სოციალურ ქსელში საინტერესო ფაქტს მიაკვლიეს. ვიდალმა ერთ-ერთ გულშემატკივარს ასეთი სახის კომენტარი მოუწონა: “გელოდებით “იუვეში”.

აღსანიშნავია, რომ “ბაიერნსა” და “იუვენტუსს” შორის სატრანსფერო კუთხით საკმაოდ კარგი ურთიერთობა სუფევს და ბოლო წლების ზაფხულს მათ შორის გარიგების გარეშე ფაქტობრივად არ ჩაუვლია: კინგსლი კომანი, არტურო ვიდალი, მეჰდი ბენატია, დუგლას კოშტა – ეს ფეხბურთელები მიუნხენიდან ტურინში ან პირიქით მოგზარობდნენ...

შეგახსენებთ, არტურო ვიდალი “იუვენტუსის” ღირსებას წარმატებით 2011-2015 წლებში იცავდა, ხოლო “ბაიერნში” 39 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადაბარგდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132852