ფეხბურთი

2:05 | 28.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი პაპუნაშვილის "სარაგოსამ" ლა ლიგის პლეი-ოფში თამაში გაინაღდა

გიორგი პაპუნაშვილის “სარაგოსამ” ესპანეთის ლა ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში თამაში გაინაღდა. “არაგონელებმა” ლა ლიგა 2-ის 41-ე ტურში შინ უშუალო კონკურენტი “ვალიადოლიდი” დაამარცხეს ბორხა იგლესიასის ჰეთ-თრიქით 3:2 და 68 ქულით ექვსეულში ადგილი გარანტირებულად დაიბევეს.

“სარაგოსა” ბოლო ტურის წინ მეოთხე ადგილზეა და მეშვიდე ადგილოსან “ოსასუნას” 4 ქულით უსწრებს, შესაბამისად, ნებისმიერ შემთხვევაში პლეი-ოფში ითამაშებს. აქ, ჯერ კიდევ უცნობია მისი მეტოქე. რაც შეეხება პაპუნაშვილს – ქართველი შემტევი ძირითად შემადგენლობაში იყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.

აქვე, ტარაგონას “ხიმნასტიკმა” დიდი ნაბიჯი გადადგა ლა ლიგა 2-ში ადგილის შენარჩუნებისკენ. კატალონელებმა სტუმრად ლა ლიგაში აღზევებული “უესკა” 1:0 დაამარცხეს. ოთარ კაკაბაძემ კი ტრადიციულად შეუცვლელად ითამაშა. “ნასტიკს” 49 ქულა აქვს და გასავარდნ ზონას მხოლოდ 2 ქულითაა მოშორებული, მაგრამ უკან კიდევ 3 გუნდია და მოკლედ, დიდი ალბათობით, აღარ გავარდება. თანაც, ბოლო ტურში "რაიო ვალეკანოს" უპირისპირდება, რომელმაც ლა ლიგის საგზური უკვე გაიფორმა და ქულაც დააკმაყოფილებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113074