ფეხბურთი

14:48 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფუტსალის ლიგა: 1 ივნისს პლეი-ოფები იწყება!

21-25 მაისს, ფუტსალის ლიგის 2017/18 წ.წ რეგულარული სეზონის დასკვნითი, 21-ე ტურის შეხვედრები გაიმართა.

სასტარტო შეხვედრა ქუთაისის სპორტის სასახლეში გაიმართა, რომელშიც ადგილობრივი მართვე აგორას დაუპირისპირდა. ფრედ, 1:1 დასრულებული პირველი ტაიმის შემდეგ, მასპინძლებმა მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს და საბოლოოდ 5:2 დამარცხდნენ. ამ შეხვედრაში თავის სადებიუტო გოლები გაიტანა ბრაზილიელმა ბრუნო მელომ, რომელმაც დუბლი და ერთი საგოლე გადაცემა გაიფორმა. მართვეს რიგებში კი ორივე გოლი ოთარ ბერეჩიკიძის ანგარიშზეა, რომელიც 32 გოლით ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

ამ შეხვედრის დასრულების შემდეგ საბოლოოდ გაირკვა, თუ როგორ დაწყვილდებოდნენ გუნდები 1/2 ფინალში და ტურის თბილისური ნაწილი, რომელიც 25 მაისს ოლიმპიურ სასახლეში მხოლოდ ფორმალობად იქცა.

ტატიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შემთხვევით არ მოუგია რეგულარული სეზონი. „მედიკოსები“ აფხაზეთს დაუპირისპირდნენ და 12:2 დაამარცხეს. 5 გოლი გაიტანა გიორგი სილაგავამ, რომელიც ბომბარდირთა დავაში ერთი ბურთით ჩამორჩება ოთარ ბერეჩიკიძეს.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

გიორგი სილაგავა, ტატიშვილი: "მინდა ჩემს გუნდს მივულოცო რეგულარული ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულება, თუმცა დასკვნითი და ძალიან რთული ეტაპი ახლა იწყება. დღევანდელ შეხვედრაში ვფიქრობ სწორად შევასრულეთ მწვრთნელის დავალებები. რაც შეეხება ჩემს ბომბარდირობას, ეს მთლიანად ჩემი გუნდელების დამსახურებაა, ჩემპიონატი წინ არის და ვფიქრობ გადავალ პირველ ადგილზე. ჩვენი მეტოქე ნახევარფინალურ ეტაპზე მოქმედი ჩემპიონი თელასია, ჩვენი გუნდი წელს ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გავხდეთ ჩემპიონები. მეტოქე ძალიან ძლიერი გუნდია, თუმცა ჩვენ, ჩვენის მხრივ ყველაფერს გავაკეთებთ.

სენსაციური შედეგი დაფიქსირდა თელასისა და თბილისის დაპირისპირებაში. მოქმედმა ჩემპიონმა დასკვნითი შეხვედრა საკადრო პრობლემების ფონზე ჩაატარა და 5:6 დამარცხდა. 5 გატანილი გოლით „დედაქალაქელებს“ მირიან ჯანგავაძემ ულიდერა

მატჩის შემდგომი კომენტარი:

მირიან ჯანგავაძე, თბილისი: „პირველ რიგში მინდა მადლობა ვუთხრა მოწინააღმდეგე გუნდს, რომელმაც ძალიან კარგად ითამაშა, მიუხედავად იმისა, რომ უმოტივაციო თამაში იყო, ბიჭებმა ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ეს შეხვედრა მოგვეგო და მნიშვნელოვანი სამი ქულა მოგვეპოვებინა. მეტოქეს წინ პლეი-ოფი აქვს და წარმატებას ვუსურვებ. ჩვენი გუნდისთვის კი ეს შეხვედრა წლევანდელ გათამაშებაში ბოლო იყო და მიხარია რომ გავიმარჯვეთ.“

დამაჯერებელი გამარჯვებით, მეორე ადგილზე დაასრულა რეგულარული სეზონი კოლხი-გულრიფშმა, რომელმაც ბსუ დაამარცხა 11:3. შეხვედრა ირანელი ლეგიონერების ბენეფისად იქცა: ჰეთ-თრიკით გამოირჩნენ ომიდ ნაბათალიზადე და რაჰმან სარანი, ხოლო ბაბაქ ალავერიქჰანის ანგარიშზე 4 გოლია.

მატჩის შემდგომი კომენტარი:

ბაბაკ ალავერიქჰანი, კოლხი: „დასრულდა რეგულარული ჩემპიონატი დღევანდელი შეხვედრით. მოხარული ვარ რომ მოვიგეთ. ჩვენ მიმდინარე გათამაშებაში კარგი სტარტი გვქონდა და პლეი-ოფში გასვლაც მოვახერხეთ. დღევანდელ შეხვედრაში 4 გოლის გატანა შევძელი, ეს გოლები ბომბარდირობისთვის ბრძოლაში დამეხმარება. მადლობა ჩემს გუნდს ამისათვის. რაც შეეხება მეტოქეს, ნახევარფინალში საკმაოდ რთული მოწინააღდეგე გვყავს აგორას სახით, მაგრამ იმედი მაქვს ღირსეულ წინააღმდეგობას გავუწევთ.“

შეხვედრის დაწყებამდე, adjarasport.com-მა XIX და XX ტურის საუკეთესო ფეხბურთელები დააჯილდოვა - sbm.ge-ს მკითხველთა გადაწყვეტილებით, საუკეთესოები კოლხის ფეხბურთელები, ომიდ ნაბათალიზადე და დიტო ანდღულაძე გახდნენ.

ჩემიონატი ნახევარფინალური სერიით, 1 ივნისს განახლდება. ფინალში გასასვლელად ტატიშვილი სტუ-თელასს დაუპირისპირდება, ხოლო კოლხი-გულრიფშის მეტოქე აგორა იქნება. პლეი-ოფი ორ მოგებამდე გასტანს. განმეორებითი დაპირისპირებები 3 ივნისს გაიმართება. ტრადიციულად, გულშემატკივარს ყველა მატჩის პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა სილქ უნივერსალზე შეეძლება.

21.05.2018. ფუტსალის ლიგა. XXI ტური (ქუთაისის სპორტის სასახლე)

მართვე - აგორა 5:2 (1:1)

გოლები: 06:03’ გოგოხია (0:1), 18:56’ ბერეჩიკიძე (1:1), 22:14’ სიგუნავა (1:2), 22:59’ ბრუნო მელო (1:3), 34:23’ ბრუნო მელო (1:4), 35:24’ კობაიძე (1:5), 38:31’ ბერეჩიკიძე (2:5)

25.05.2018. ფუტსალის ლიგა. XXI ტური (ოლიმპიური სასახლე)

აფხაზეთი - ტატიშვილი 2:12 (1:7)

გოლები: 02:59’ ჯვარაშვილი (0:1), 06:16’ სილაგავა (0:2), 08:36’ მესხიშვილი (ს.კ 0:3), 12:45’ სილაგავა (0:4), 14:02’ სილაგავა (0:5), 16:27’ მუმლაძე (1:5), 18:25’ ჯვარაშვილი (1:6), 18:41’ სილაგავა (1:7), 22:46’ თოთლაძე (1:8), 24:22’ ს.ლომიძე (2:8), 26:07’ ქურდაძე (2:9), 34:44’ სილაგავა (2:10), 36:08’ ჯვარაშვილი (2:11)

გაფრთხილება: 16:38’ ონიანი (ტატ)

სტუ-თელასი - თბილისი 5:6 (2:0)

გოლები: 03:06’ სოზაშვილი (1:0), 15:35’ ესებუა (2:0), 20:50’ ჯანგავაძე (2:1), 22:45’ ბოხაშვილი (2:2), 23:37’ ჯანგავაძე (2:3), 25:37’ ჯანგავაძე (2:4), 27:35’ ჯანგავაძე (2:5), 29:38’ ჯანგავაძე (2:6), 30:13’ გეგეშიძე (3:6), 32:48’ ლუკავა (4:6), 38:36’ ლუკავა (5:6)

გაფრთხილება: 28:06’ გეგეშიძე (თელ), 33:25’ ჭანუყვაძე (თელ), 39:48’ წოწკოლაური (თბი)

ბსუ (ბთ) - კოლხი-გულრიფში 3:11 (1:8)

გოლები: 01:08’ ალავერიქჰანი (0:1), 03:44’ ნადარაია (1:1), 04:46’ ნაბათალიზადე (1:2), 05:19’ ჯალაღანია (ს.კ 1:3), 08:32’ ალავერიქჰანი (1:4), 10:32’ სარანი (1:5), 11:42’ ნაბათალიზადე (1:6), 13:35’ ნაბათალიზადე (1:7), 15:20’ სარანი (1:8), 20:33’ დოლიძე (2:8), 33:02’ სარანი (2:9), 34:47’ ალავერიქჰანი (2:10), 37:09’ დოლიძე (3:10), 38:03’ ალავერიქჰანი (3:11)

ბომბარდირები: ოთარ ბერეჩიკიძე (მართვე) – 32, გიორგი სილაგავა (ტატიშვილი) – 31, გიგა დანელია (აგორა), ბაბაქ ალავერიქჰანი (კოლხი) – 25

***

ღონისძიების პარტნიორები და მხარდამჭერები არიან: “სოკარი“, ტელეკომპანია „SILK“,„ნაბეღლავი“,იურიდიული ჯგუფი „McGill“, „ტატიშვილის სამედიცინო და სპორტული რეაბილიტაციის ცენტრი“

მედია პარტნიორები: რადიოები, „იმედი“, JAKO FM, „კომერსანტი“, “თანამგზავრი“, ვებ პორტალები, sportall.ge, worldsport.ge, sportstar.ge, adjarasport.com, mysports.ge, geosports.ge, tsff.ge, გაზეთი „ლელო”

სპორტული სააგენტო SBM-ის პრეს-სამსახური

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115151