ავტოსპორტი

0:44 | 27.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

რიკიარდომ მონაკოს პოული რეკორდული დროით მოიგო

ფორმულა 1-ის მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი რბოლის, მონაკოს დიდი პრიზის საკვალიფიკაციო რბოლა „რედ ბულის“ დანიელ რიკიარდოს გამარჯვებით დასრულდა. ის საუკეთესო იყო პრაქტიკებზეც და კვალიფიკაციში ტრასის რეკორდით მოიგო. ავსტრალიელმა წამის ორ მეათედით აჯობა სებასტიან ფეტელს, რომელსაც თავის მხრივ, დაახლოებით ამდენივეთი ჩამორჩა ლუის ჰამილტონი.

ამგვარად, „რედ ბულ რეისინგი“ თავის ისტორიაში 250-ე რბოლას პოულიდან დაიწყებს. მაგრამ გუნდისთვის სამწუხაროდ, პელოტონის მეორე ბოლოშიც მისი მანქანა დადგება - მესამე პრაქტიკაზე ავარია მოუვიდა მაქს ფერსტაპენს, რომლის მანქანაზეც გადაცემათა კოლოფი შესაცვლელი გახდა. კვალიფიკაციის დაწყებამდე ეს ვერ მოხერხდა, რის გამოც, ჰოლანდიელს სტარტზე ბოლო ადგილის დაკავება მოუწევს.

„ჩვენ პირველი განაცხადი ხუთშაბათის პრაქტიკების დროს გავაკეთეთ. მერე, სამივე თავისუფალ სესიაზე ყველაზე სწრაფები ვიყავით. მაგრამ ჯერ ხვალინდელი რბოლა დავასრულოთ და ზეიმი მერეც შეიძლება. რაც შემეძლო, ყველაფერი გავაკეთე. ახლა ისღა დამრჩენია, ეს საქმე ხვალ დავასრულო“, - ნარბოლევს განაცხადა რიკიარდომ.

„სტარტზე წინა რიგში ორი მანქანა უნდა გვყოლოდა, მაგრამ ასე არ მოხდა და ეს ძალიან გულდასაწყვეტია. ეს ადგილი შეცდომებს არ გპატიობს, თუ ზედმეტად მოეშვები. ჩვენ ყველამ ვიცით, მაქსი ძალიან სწრაფი მრბოლია. და მას შესანიშნავი მანქანა მოვუმზადეთ. დღეს მას მოწინვე პოზიციისთვის უნდა ებრძოლა. ამაზე ბრუტალურ გაკვეთილს ის ვერ მიიღებდა“, - განაცხადა ჰორნერმა.

ამგვარად, რიკიარდომ მონაკოში ბოლო სამ სეზონში მეორე, კარიერაში კი მესამე კვალიფიკაცია მოიგო. ამასთან, რედ ბულისთვის“ ეს მონაკოში მეორე პოულია მას შემდეგ, რაც ფორმულა 1 ტურბო ძრავებს დაუბრუნდა. რიკიარდომ მონაკოს რბოლა 2016 წელს პოულიდან დაიწყო, მაგრამ გამარჯვება ჰამილტონმა მოიპოვა.

მონაკოს დიდი პრიზი

კვალიფიკაცია

  1. დანიელ რიკიარდო (ავსტრალია, რედ ბული) 1:10.810
  2. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ფერარი) 1:11.039
  3. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:11.232
  4. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ფერარი) 1:11.266
  5. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 1:11.441
  6. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ფორს ინდია) 1:12.061
  7. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, მაკლარენი) 1:12.110
  8. კარლოს საინსი (ესპანეთი, რენო) 1:12.130
  9. სერხიო პერესი (მექსიკა, ფორს ინდია) 1:12.154
  10. პიერ გასლი (საფრანგეთი, ტორო როსო) 1:12.221
  11. ნიკო ჰულკენბერგი (გერმანია, რენო) 1:12.411
  12. სტოფელ ვანდოორნი (ბელგია, მაკლარენი) 1:12.440
  13. სერგეი სიროტკინი (რუსეთი, უილიამსი) 1:12.521
  14. შარლ ლეკლერი (მონაკო, ზაუბერი) 1:12.714
  15. ბრენდონ ჰარტლი (ახ.ზელანდია, ტორო როსო) 1:13.179
  16. მარკუს ერიკსონი (შვედეთი, ზაუბერი) 1:13.265
  17. ლანს სტროლი (კანადა, უილიამსი) 1:13.323
  18. რომენ გროჟანი (საფრანგეთი, ჰაასი) 1:12.728
  19. კევინ მაგნუსენი (დანია, ჰაასი) 1:13.393
  20. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდია, რედ ბული) დროის გარეშე
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.176689