სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ბლოგი

12:15 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დღე, რომელიც არასოდეს უნდა დაგვავიწყდეს!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მიუხედავად იმისა, რომ შეგნებულად თუ შეუგნებლად ბევრი ცდილობს დამოუკიდებლობის დღის დაკნინებას, უპირველესად ჩვენი ქვეყნის ისტორია გვავალდებულებს იმას, რომ 26 მაისი არა მხოლოდ გვახსოვდეს, არამედ ეს თარიღი იყოს ჩვენი ცხოვრების თანმდევი ნიშანსვეტი და მუდმივი გახსენება იმისა, რომ და მოუკიდებლობა უპირველესია და მას არანაირ “ფოჩიანკანფეტებში” არ გავცვლით. ამ ერთი შეხედვით მარტივ ღირებულებებზე ყველანი უნდა შევთანხმდეთ. მითუმეტეს დღეს, როდესაც ჩვენი ქვეყანა ევროპის კარიბჭესთან დგას.

ჩვენს სამშობლოს არც ნავთობი აქვს და არც გაზი, რომ განვითარების ისეთ გზაზე ვიოცნებოთ, როდესაც მავანი ოლიგარქი ფულს ჩააყრის (ისე, კი იყო ამის ილუზიებიც) და ერთ დღესაც ძლიერ სახელმწიფოში გავიღვიძებთ. ჩვენი ერთადერთი სწორი გზა მხოლოდ შრომაზე, პატრიოტიზმზე და სოლიდარობაზე გადის. მხოლოდ ასე შეგვიძლია შევცვალოთ ჩვენი არცთუ საამო ყოფა და მხოლოდ ასე დავუძვრებით “ერთმორწმუნე მტრებს”.

შარშანწინ საქართველომ ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულებას მოაწერა ხელი. რა თქმა უნდა არავის გვაქვს ილუზია, რომ ამ ხელმოწერის შემდეგ საქართველომ სწრაფლივ შვეიცარია გახდება და ტერიტორიული მთლიანობაც ეგრევე აღსდგება, მაგრამ ეს იქნება კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი იქითკენ, საითაც წასვლაზე ჩვენი ყველაზე დიდი თანამემამულეები საუკუნეების განმავლობაში ოცნებობდნენ. ილია, ვაჟა, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი და სხვანი და სხვანი ამ ქვეყნიდან ისე წავიდნენ, რომ საქართველოს დამოუკიდებლობა მხოლოდ ოცნებად დარჩათ. ამ ადამიანებს განათლება პეტერბურგში ჰქონდათ მიღებული, მაგრამ ევროპისა და ევროპული ღირებულებების ყველაზე დიდი მქადაგებელები იყვნენ ქართულ საზოგადოებაში. მათი დიდი ოცნება სწორედ ევროპასთან დაახლოვება იყო, მაგრამ მაშინ ჩვენი ქვეყანა რუსეთში ქუთაისისა და თბილისის გუბერნიების სახით შედიოდა და დამოუკიდებლობა შორეულ ოცნებად მოსჩანდა. არ მინდა ზედმეტად პათეტიკურად გამომივიდეს, მაგრამ რა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს ამდენი წლის შემდეგ, თუ კი ჩვენ კვლავ რუსეთს დავუწვებით კიკუსავით და თავმოყვარეობაზე კიდევ ერთი ასი წლით ვიტყვით უარს.

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. 100 წელი გავიდა ჩვენი დამოუკიდებლობიდან და ამ ასი წლის მანძილზე ვინ მოსთვლის რა არ გადაგვხდა თავს. გუშინდელი დღესავით მახსოვს 90-იანი წლების გარიჟრაჟზე სულ პირველად აღნიშნული ეს დღე და ხალხის ცრემლიანი თვალებიც არ დამვიწყებია. ყველას დიდი იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლებოდა და ერთხელ და სამუდამოდ შევძლებდით რეალურად დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოში ცხოვრებას. ჩვენს ქვეყანას დღეს ამის რეალური შანსი აქვს და ამ შანსის ხელიდან გაშვებას მომავალი არ გვაპატიებს. ყველანი ერთად უნდა დავდგეთ ჩვენი ევროპული მომავლის დასაცავად! გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს!

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116486
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X