ფეხბურთი

1:42 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მაურიციო სარი და "ჩელსი" გადაწყდა

ლონდონის “ჩელსის” ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება – მაურიციო სარი. ბრიტანული გამოცემები დარწმუნებით იტყობინებიან, რომ მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინფორმაცია ოფიციალურად უახლოეს დღეებში დადასტურდება.

იტალიელი სპეციალისტი “არისტოკრატებთან” ორწლიან კონტრაქტს გააფორმებს, ხოლო სეზონში ანაზღაურების სახით 4 მილიონ ევროს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ სარი ორი დღის წინ “ნაპოლის” თავკაცის პოსტიდან დაითხოვეს.

რაც შეეხება “ჩელსის” ჯერ კიდევ მოქმედ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს, იტალიელი კლუბს დატოვებს და კომპენსაციის სახით 11 მილიონ ევროსაც მიიღებს. თუ სად გაგრძელდება კონტეს კარიერა, ეს ჯერჯერობით უცნობია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.117761