ფეხბურთი

1:21 | 26.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: ზაურ მახარაძე "ზარიას" ფეხბურთელია

საქართველოს ნაკრების მეკარე ზაურ მახარაძე კარიერას “ზარიაში” გააგრძელებს. როგორც ლუგანსკური გუნდის ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ქართველ კიპერთან სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდა.

“ზარიას” მახარაძე თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან აწ უკვე ყოფილ კლუბ “ოლიმპიკთან” კონტრაქტი დაუსრულდა.

ზაურ მახარაძე დონეცკური კლუბის აკადემიის აღზრდილია, სადაც 12 წლის ასაკში მოხვდა. 17 წლისამ უკვე პირველ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა. 2017-2018 წლების სეზონში 25 წლის მეკარემ “ოლიმპიკის” კარი 26-ჯერ დაიცვა, 33 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 9-ჯერ შეინახა.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ ზაურ მახარაძემ საქართველოს მოქალაქეობა მიიღო და ამიერიდან “ჯვაროსნების” ღირსებას დაიცავს. მახარაძე ვლადიმირ ვაისმა მალტასთან და ლუქსემბურგთან ამხანაგური მატჩებისთვის გამოიძახა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116917