სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

23:58 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფრე, რომელიც არავის წაადგა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

საქართველოს ეროვნული ლიგის მე-13 ტურში გამორჩეული მატჩი შედგა: “ტორპედო” – “დინამო”. მეტად სასიამოვნო სანახავი იყო “რამაზ შენგელიას” სტადიონის თითქმის შევსებული ტრიბუნები და ასეთ რამეს კი სამწუხაროდ ეროვნულ ლიგაში ხშირად ვერ ვხედავთ.

მატჩის საინტერესო და დაძაბული გამოდგა. გუნდებმა ერთმანეთს არაფერი დაუთმეს და სამი ქულისთვის ყველაფერი გაიღეს. თუმცა, დღეს გამარჯვება არცერთ გუნდს ეწერა. ორი გოლი გავიდა და ორივე მატჩის დასაწყისში. მე-6 წუთზე ქუთათურებმა კუთხური კარგად გაითამაშეს, შედეგად ვაჟა ტაბატაძემ საჯარიმოში ჩააწოდა, იქ კი, სტუმარ მცველებს ლევან კუტალიამ დაასწრო, ვერც დინამოელთა კარის დარაჯი გაისარჯა მაინცდამაინც დამაჯერებლად და “ტორპედო” წინ გავიდა – 1:0.

მაგრამ, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა დიდი ხანი ვერ შეინარჩუნა უპირატესობა. 10 წუთში კახა კაჭარავას გუნდმა ჩინებული კომბინაცია გაითამაშა და გოლიც გაიტანა. ბუდუ ზივზივაძემ კარგ პოზიციაში მყოფი აკაკი შულაია დროულად შენიშნა და თბილისელთა შემტევმა ერთი შეხებით გაიტანა – 1:1. მთელი თამაში წინ იყო და ორივე გუნდს შეეძლო სიტუაციას შეცვლა, მაგრამ რამდენიმე მცდელობა უშედეგო გამოდგა. შედეგად, ფრე, რომელმაც ვერცერთი გუნდი დააკმაყოფილა. “დინამო” ლიდერს კიდევ 2 ქულით დაშორდა, ხოლო “ტორპედო” ისევ ცხრილის შუაშია გაჩხერილი.

დღესვე კიდევ ერთი შეხვედრა გაიმართა და გამარჯვებული იქაც არ გამოვლენილა. თბილისში, აუტსაიდერმა “სიონმა” მნიშვნელოვანი ქულა წაგლიჯა გორის “დილას”. არადა, გიორგი დარასელიას გუნდი ორჯერ იგებდა. ჯერ მიკოლა კოვტალიუკმა გაიტანა ცარილე კარში, თუმცა შორი მანძილიდან და მავილი კუთხიდან, მერე კი ლეანდრო რიბეირომ პენალტი შეაგდო. ბოლნისელთაგან ასევე პენალტით იხეირა ლევან ხმალაძემ, ხოლო ბოლოსკენ ნოზაძემ თავური დარტყმით გაათანაბრა. ამ ქულით კობა ჟორჟიკაშვილის გუნდმა ბოლო პოზიციას თავი დააღწია, ხოლო “დილა” მესამე ადგილზე დარჩა, მაგრამ ლიდერ “საბურთალოს” უკვე 6 ქულით ჩამორჩება.

ეროვნული ლიგის მე-13 ტური შაბათს ორი მატჩით დასრულდება: “ჩიხურა” – “ლოკომოტივს”, ხოლო “კოლხეთი” – “სამტრედიას” უმასპინძლებს.

“ტორპედო” – “დინამო” 1:1 (1:1)

ქუთაისი, “რამაზ შენგელია”

“ტორპედო” (4-2-3-1): კვასხვაძე; ტაბატაძე, ჭიჭინაძე, გურული, ქიმაძე; გიგაური (ლიპარტია 87), მამასახლისი; დოლიძე, კუტალია, სარდალიშვილი (წიქარიძე 63); კაპანაძე (კუჭუხიძე 78)

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

“დინამო” (4-2-3-1): ბულისკერია; რუხაია, თოთაძე, ლოჩოშვილი, კობოური; ივანისენია, ნინუა (ქოჩლაძე 74); შულაია, კიტეიშვილი, ივანიშვილი (ერგემლიძე 71); ზივზივაძე (ბაბუნაძე 90)

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

გოლები: 1:0 კუტალია (6), 1:1 შულაია (15)

გაფრთხილება: ნინუა (54), ლოჩოშვილი (71)

მსაჯი: გ. ყრუაშვილი

“სიონი” – “დილა” 2:2 (0:1)

თბილისი, “მიხეილ მესხი 2”

“სიონი” (4-2-3-1): მუჯრიშვილი; მინდორაშვილი, გურეშიძე, ნოზაძე, გიორბელიძე; ქიქავა, ხმალაძე; სამუშია (ლეჟავა 46), მიქაბერიძე (უგულავა 67), გაფრინდაშვილი; დვალი (ბერიაშვილი 56)

მწვრთნელი: კობა ჟორჟიკაშვილი

“დილა” (4-3-3): ბეგაშვილი; კერელეიშვილი, კვახაძე, ჩადუნელი, ქავთარაძე, ნონიკაშვილი, რაზმაძე, ლემპტი; ფორტესი (რაჟამაშვილი 46), კოვტალიუკი (ფანცულაია 54), ლეანდრო რიბეირო (სამუშია 83)

მწვრთნელი: გიორგი დარასელია

გოლები: 0:1 კოვტალიუკი (10), 1:1 ხმალაძე (59), 1:2 ლეანდრო რიბეირო (66, პენ), 2:2 ნოზაძე (77)

გაფრთხილება: ნოზაძე (64), ჩადუნელი (58), ლეანდრო რიბეირო (66)

მსაჯი: ჯ. ხორავა

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.166857
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X