ფეხბურთი

22:08 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "ფინალში ფავორიტი არ არსებობს"

მადრიდის “რეალის” მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში ფავორიტი არ არსებობს. ფრანგი სპეციალისტის განცხადებით, შანსი ორივე გუნდს თანაბრად აქვს.

“ფეხბურთი მარტივია. არსებობს ორი გუნდი და უნდა გესმოდეს, რომ მეტოქე უნდა დაამარცხო და გააკონტროლო. როდესაც ბურთი გაქვს, უნდა სცადო საკუთარ სტილში თამაში. ჩვენ ფავორიტები არ ვართ, რადგან ფინალში ფავორიტები არ არსებობენ. შანსი თანაბარია: 50%-50%. ჩვენ ბედნიერები ვართ, რომ ფინალში კიდევ ერთხელ ვითამაშებთ”, - განაცხადა ზიდანმა.

შეგახსენებთ, “რეალისა” და “ლივერპულის” მატჩი შაბათს, 26 მაისს, კიევში გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11302