ფეხბურთი

21:37 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირუგენ კლოპი: "არავინ ელოდა, მაგრამ ჩვენ ფინალში ვართ!"

ინგლისური “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი ჩემპიონთა ლიგის ფინალის წინ საუბრობს. გერმანელი სპეციალისტი მიიჩნევს, რომ მისი გუნდი აქამდე დამსახურებულად მოვიდა.

კლოპმა აღნიშნა, რომ “რეალი” უფრო გამოცდილია, მაგრამ “ლივერპულს” თასის მოგების კარგი შანსი აქვს, რადგან ყველაფერი მოედანზე უნდა გაირკვეს.

“ვფიქრობ, აქ ყოფნა დავიმსახურეთ, რადგან ჩემმა ფეხბურთელებმა ფინალში გასასვლელად უდიდესი სამუშაო გასწიეს და დიდი ბრძოლა გადაიტანეს. მე ნამდვილად ვამაყობ მათ გამო. “ლივერპულის” სისხლში ნამდვილადაა დიდი შედეგების ჩვენება. არავინ ელოდა, რომ აქამდე მოვიდოდით, მაგრამ ფაქტია, აქ ვართ, რადგან ჩვენ “ლივერპული” ვართ. ასეთ დონეზე გამოცდილება ძალიან მნიშვნელოვანია, რა თქმა უნდა, “რეალი” უფრო გამოცდილია, მაგრამ თამაშის ბედი მოედანზე უნდა გაირკვეს. შანსი თანაბარია და “ლივერპულს” თასის მოგების 50% შესაძლებლობა გააჩნია.

9 თვის წინ ჩვენ კარგი გუნდი ვიყავით და ზოგჯერ მართლაც კარგად ვთამაშობდით. ნელ-ნელა ჩვენ შევქმენით დიდი სულისკვეთება, რომელმაც აქამდე მოგვიყვანა. სლააჰი და რონალდუ? – მომ (სალაჰი – რედ) საოცარი სეზონი ჩაატარა და მომდევნო წლებში გავიგებთ შეძლებს თუ არა, მესისა და რონალდუს სიმაღლეზე ასვლას. ეს არ იქნება ადვილი, რადგან ასეთ შემთხვევაში იგივეს სხვა ფეხბურთელებიც შეძლებდნენ”, - განაცხადა კლოპმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი მადრიდის “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.140824