კალათბურთი

20:18 | 25.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გოგა ბითაძის მეგა ბიმაქსი ნახევარფინალში დამარცხდა

გოგა ბითაძის “მეგა ბემაქსმა” ბელგრადის “პარტიზანთან” საშინაო მატჩიც წააგო (79:93) და სერბეთის ჩემპიონატის მეოთხედფინალურ სერიაში 0:2 დამარცხდა.
ქართველი ცენტრი ტრადიციულად სასტარტო ხუთეულში იყო და 5 პერსონალური ფოლის გამო, მოედანს დასკვნითი მეოთხედის დასაწყისში დაემშვიდობა. მაშინ მასპინძლები მხოლოდ 2 ქულის სხვაობით აგებდნენ, დარჩენილ დროში კი ფავორიტად შერაცხულ მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვეღარ გაუწიეს.

ითაძემ 7-დან 4 ორქულიანი, სამქულიანი და 5-დან 1 საჯარიმო ჩააგდო და 12 ქულას 3 მოხსნა, 1 ჩაჭრა და დაფარება წაამატა. ქართველმა ლეგიონერმა ბურთი 5-ჯერ დაკარგა, მის წინააღმდეგ კი 6-ჯერ დაჯარიმდნენ.
საინტერესოა, რომ გასულ შეხვედრას მასპინძელთა ყოფილი ვარსკვლავი, აწ კი ნბა-ში “დენვერ ნაგეთსის” მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი დაესწრო, რომელსაც გოგას ყველაზე ხშირად ადარებენ.
ახლა, “მეგა ბემაქსი” სერბული ლიგის მეხუთე-მერვე ადგილებისთვის ბრძოლაზე გადაერთვება, სადაც მეტოქედ “ვრშაცი” ეყოლება. ეს სერია სტარტს, 28 მაისს აიღებს.

GBF.GE

0.120563