ფეხბურთი

18:33 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

2020 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალი სტამბულში გაიმართება

2019-2020 წლების სეზონის უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალს თურქეთი და კერძოდ სტამბული უმასპინძლებს. როგორც უეფას ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება, ორი წლის შემდეგ ევროპის უპრესტიჟულესი ტურნირის გადამწყვეტი შეხვედრა ათათურქის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.

"ათათურქის" არენა 2002 წელს გაიხსნა. აღნიშნულ სტადიონზე 2003-2004 წლების სეზონში "გალათასარაი", 2007-2014 წლებში "ბაშაკშეჰირი", ხოლო 2013-2016 წლებში "ბეშიქთაში" თამაშობდა.

და ბოლოს, სწორედ სტამბულის "ათათურქმა" უმასპინძლა ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე დრამატულ ფინალს "მილანსა" და "ლივერპულს" შორის 2005 წელს. მაშინ, ინგლისელები პირველი ტაიმის შემდეგ 0:3 მარცხდებოდნენ, მაგრამ მდგომარეობა გამოასწორეს და საბოლოოდ პენალტების სერიაში გაიმარჯვეს.

0.112078