ფეხბურთი

13:14 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ბერიძის დუბლი სლოვაკეთში

სლოვაკური “ტრენჩინის” ნახევარმცველმა გიორგი ბერიძემ საქართველოს ნაკრებში სადებიუტო გამოძახება გოლებით აღნიშნა. სლოვაკეთის ფორტუნა ლიგის, პლეი-ოფში, რომელიც ევროპა ლიგის საგზურის მფლობელს არკვევს, “ტრენჩინმა” “რუჟომბეროკი” 4:2 დაამარცხა და ფინალში გავიდა.

ბერიძემ შეუცვლელად ითამაშა: ჯერ 22-ე წუთზე გაათანაბრა (1:1), შემდეგ 61-ე წუთზე (2:2). საბოლოოდ კი მისმა გუნდმა კიდევ ორი გოლი გაიტანა და გაიმარჯვა.

“ტრენჩინი” ევროპა ლიგის პლეი-ოფის ფინალში “ჟილინას” დაუპირისპრდება. ეს თამაში 27 მაისსა ჩანიშნული.

0.144238