ფეხბურთი

2:38 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სერხიო რამოსი: "ჩემპიონთა ლიგის მოგებით "ბარსელონას" დუბლი დაიჩრდილება"

მადრიდის “რეალის” მცველი სერხიო რამოსი ჩემპიონთა ლიგის ფინალის შესახებ საუბრობს. ესპანელი ფეხბურთელის თქმით, “სამეფო კლუბისთვის” ამ ტურნირის მოგება მნიშვნელოვანია, რადგან ეს “ბარსელონას” დუბლს დაჩრდილავს.

“თუ “რეალი” ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ეს “ბარსელონას” ოქროს დუბლს გააბათილებს. მათ დამსახურებულად მოიგეს ორი თასი, მაგრამ როდესაც შენი პირდაპირი კონკურენტი ჩემპიონთა ლიგას იგებს, სიტუაცია იცვლება. ჩვენ ყველა ფეხბურთელი ფინალზე ვართ კონცენტრირებული.

ზიდანს ძირითადი შემადგენლობის მხრივ აქვს ეჭვები, მაგრამ ჩვენ არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილებები მოგვწონს”, - განაცხადა რამოსმა.

შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალი “რეალსა” და “ლივერპულს” შორის 26 მაისს, უკრაინის დედაქალაქ კიევში გაიმართება.

0.10426