ფეხბურთი

1:44 | 24.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონას" შავ სიაში 5 ფეხბურთელი მოხვდა

კატალონიის “ბარსელონა” ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ბიუჯეტის შევსებას გეგმავს. AS-ის ინფორმაციით, ესპანურ გრანდს 5 ფეხბურთელი დატოვებს.

მცველი ალეიშ ვიდალი, ნახევარმცველები - რაფინია ალკანტარა, ანდრე გომეში, ფორვარდები - მუნირი და პაკო ალკასერი. ჩამოთვლილი მოთამაშეებიდან “ბლაუგრანა” 100 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.

გასულ სეზონში ვიდალმა “ბარსელონას” შემადგენლობაში 23 მატჩი ჩაატარა, ალკასერმა 20-ჯერ ითამაშა, ხოლო ანდრე გომეში მოედანზე 29-ჯერ გამოჩნდა. რაფინიამ სეზონის მეორე ნახევარი იჯარით “ინტერში” გაატარა, ხოლო მუნირი კი ამავე წესით “ალავესში” ირჯებოდა.

თეგებიბარსელონა
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115709