ფეხბურთი

12:59 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოფიციალურად: უნაი ემერი "არსენალის" მწვრთნელია

ლონდონის “არსენალის” ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია – უნაი ემერი. აღნიშნული ინფორმაცია ინგლისური გუნდის ვებგვერდმა უკვე ოფიციალურად დაადასტურა.

ჯერჯერობით უცნობია კონტრაქტის ფინანსური მხარე, ხოლო ხელშეკრულება 2022 წლის ზაფხულამდე გაფორმდა. ამრიგად, არსენ ვნეგერის 22-წლიანი ეპოქის შემდეგ “მეთოფეებს” 46 წლის ესპანელი უხელმძღვანელებს.

უნაი ემერი ბოლო ორი სეზონი ფრანგულ პსჟ-ში მუშაობდა, ხოლო იქამდე “სევილიას”, “სპარტაკს”, “ვალენსიას”, “ალმერიასა” და “ლორკას” ედგა სათავეში.

0.109523