ფეხბურთი

11:15 | 23.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

არგენტინა ძირითადი მეკარის გარეშე დარჩა

არგენტინის ეროვნული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს. როგორც აფა-ს ვებგვერდი იტყობინება, “მანჩესტერ იუნაიტედის” კიპერს მარჯვენა მუხლი აქვს დაზიანებული და საოპერაციოა.

“დღეს დადასტურდა მარჯვენა მუხლზე პრობლემა და ოპერაცია უნდა გაკეთდეს. უახლოეს დღეებში სამწვრთნელო შტაბი მიიღებს გადაწყვეტილებას თუ ვინ ჩაანაცვლებს რომეროს ნაკრებში”, - ნათქვამია განცხადებაში.

ხორხე სამპაოლის განკარგულებაში ახლა ორი მეკარეა დარჩენილი – ვილი კაბალიერო და ფრანკო არმანი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.102623