თამაშგარე

19:51 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

მთვრალი ფეხბურთი

ცოტა ხნის წინ, რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, მოსკოვში 2018 წლის ფეხბურთში მსოფლიო ჩემპიონატის პერიოდში ალკოჰოლის გაყიდვა შეიზღუდება. ამ გადაწყვეტილებას რუსული ფეხბურთის მამებიც დაეთანხმნენ და გადაწყდა, რომ ალკოჰოლის გაყიდვა სტადიონებიდან ორი კილომეტრის დაშორების რადიუსში აიკრძალება.

რუსეთის დიდ ქალაქებში ალკოჰოლის გაყიდვაზე შეზღუდვა 24 დღე იქნება დაწესებული. მატჩები კი რუსეთის სხვადასხვა ქალაქში გაიმართება, კერძოდ, მოსკოვში, სანქტ-პეტერბურგში, კალინინგრადში, ვოლგოგრადში, კაზანში, ნიჟნი ნოვგოროდში, სამარაში, სარანსკში, როსტოვში, სოჭსა და ეკატერინგურგში.

ბევრი ვარაუდობს, რომ საფეხბურთო მუნდიალის დროს რუსეთში ალკოჰოლის გაყიდვის შეზღუდვა მხოლოდ ფეხბურთის ფანებზე ზრუნვას არ უკავშირდება და ტურნირის ორგანიზატორებს ეშინიათ, რომ ალკოჰოლს ფანების გარდა, საკუთრივ ფეხბურთელებიც მიეძალებიან, რადგან ამის ტრადიციები რუსეთში ათწლეულია არსებობს.

ისტორია ალბათ ვერასოდეს ახსნის ერთ მეტად მნიშვნელოვან ფენომენს – იმას, რომ ბევრი სპორტსმენებისთვის ქეიფი ისეთივე ბუნებრივი რამაა, როგორიც ამერიკელისთვის – ყოველ კვირადღეს ბეისბოლზე სიარული. ათწლეულების განმავლობაში საბჭოთა კავშირში მკვიდრდებოდა აზრი, რომ გამორჩეული ადამიანი მაშინ იყავი, თუ მოახერხებდი, საყვარელი სპორტსმენი რესტორანში დაგეპატიჟებინა და გვარიანადაც გამოგეთრო.

სხვათა შორის არცთუ დიდი ხნის წინ, ნორვეგიელები დაინტერესდნენ, თუ როგორი იქნებოდა მთვრალი მოთამაშეების ფეხბურთი, ამიტომ საკმაოდ სახალისო ექსპერიმენტი ჩაატარეს. მატჩში მონაწილეობის მიღება მსურველებს, მხოლოდ ალკოჰოლის დიდი დოზის მიღების შემდეგ შეეძლოთ.

წესების მიხედვით, მსაჯებს შეეძლოთ თამაში ნებისმიერ დროს შეეჩერებინათ, ფეხბურთელი ალკოტესტით შეემოწმებინათ და თუკი ორგანიზმში სპირტის დონე 1.0-ზე ნაკლები იქნებოდა, მაშინ ამ ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი აღარ ჩაითვლებოდა. გარდა ამისა, მოთამაშეებს სიმთვრალის შესანარჩუნებლად სმის გაგრძელება თამაშის დროსაც ევალებოდათ. ეფექტი კი მართლაც გასაოცარი იყო: ნასვამი ფეხბურთი ანგარიშით 4:3 დასრულდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119052