ფეხბურთი

17:08 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარმა თავის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო

ფრანგული “პარი სენ ჟერმენის” ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეიმარი პარიზულ კლუბს ვერ ელევა და გუნდში დარჩენა სურს. ინფორმაციას ესპანელი ჟურნალისტი, გილემ ბალაგე ავრცელებს, რომელმაც აღნიშნული ტვიტერზე დაპოსტა.

“ნეიმარი ისეთი დარწმუნებულია, როგორც არასდროს. მას პსჟ-ში დარჩენა სურს, რადგან ბრაზილიელს ძალიან მოსწონს ტუხელთან მუშაობა და გუნდთან ერთად დიდი წარმატების მოპოვება უნდა. წასვლის შანსი ყოველთვის მცირე იყო, თუ არა ნულოვანი”, - დაწერა ბალაგემ.

შეგახსენებთ, რომ პარიზულმა კლუბმა ნეიმარი გასულ ზაფხულს კოლოსალური თანხის, 222 მილიონის სანაცვლოდ შეიძინა, თუმცა საფრანგეთში გადაბარგებიდან რამდენიმე თვეში უკვე გაჩნდა ეჭვი იმის თაობაზე, რომ ბრაზილიელს ლიგა 1-ის დონე არ აკმაყოფილებს და სხვა კლუბში გადასვლა სურს, როგორც ჩანს, ეს ყველაფერი რეალობას არ შეესაბამება.

აქვე გეტყვით, რომ პსჟ-ს პრეზიდენტის ნასერ ალ ხალაიფის თქმით, ნეიმარი კლუბში დარჩება და ამაში საეჭვოს ვერაფერს ხედავს.

თეგებინეიმარიპსჟ
0.129649