ფეხბურთი

1:36 | 22.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"არსენალი" და უნაი ემერი შეთანხმდნენ

ლონდონის “არსენალს” უნაი ემერი გაწვრთნის. ბრიტანული მედიის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება უკვე მიღწეულია და ინფორმაცია უახლოეს ხანებში ოფიციალურად დადასტურდება. სწორედ ამის შემდგომ გაირკვევა კონტრაქტი ფინანსური დეტალები და ხანგრძლოვობა.

როგორც ირკვევა, ესპანელი სპეციალისტი ლონდონში იმყოფებოდა და “მეთოფეთა” ბოსებს შეხვდა, რის შემდგომაც ყველაფერი გადაწყდა.

აღსანიშნავია, რომ აქამდე, “არსენალის” მთავარი მწვრთნელის პოსტზე მიკელ არტეტა განიხილებოდა, თუმცა, პეპ გვარდიოლას თანაშემწე ლონდონში მწირი გამოცდილების გამო დაიწუნეს.

შეგახსენებთ, “არსენალი” 1996 წლის შემდეგ პირველად იმყოფება უმწვრთნელოდ – არსენ ვენგერმა გუნდი სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

0.112462