ფეხბურთი

19:03 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი: გუნდების შემადგენლობები ცნობილია

ლეგენდარულ ანდრეა პირლოს დღეს ფეხბურთიდან გააცილებენ. მილანში, “სან სიროზე” 39 წლის ნახევარმცველის მეგობრები ორ გუნდად გადანაწილდებიან და პირლოს გამოსამშვიდობებელ მატჩში მიიღებენ მონაწილეობას.

მათ შორის იქნება თბილისის მერი და საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე. უკვე ცნობილია ორივე გუნდის შემადგენლობა და სამწვრთნელო შტაბი, რომლებიც შემდეგნაირია:

“თეთრი ვარსკვლავები”

მეკარეები: კრისტიან აბიატი, ნელსონ დიდა

მცველები: ლეონარდო ბონუჩი, ჯორჯო კიელინი, ალესანდრო კოსტაკურტა, ჯუზეპე ფავალი, მარეკ იანკულოვსკი, პაოლო მალდინი, ალესანდრო ნესტა, მასიმო ოდო, დარიო შიმიჩი, ჯანლუკა ძამბროტა, ხავიერ ძანეტი

ნახევარმცველები: რობერტო ბარონიო, მაურო ხერმან კამორანეზი, ჯენარო გატუზო, ფრენკ ლამპარდი, ლეონარდო, სიმონე პეპე, ანდრეა პირლო, მანუელ რუი კოშტა, მარკო ვერატი, არტურო ვიდალი

თავდამსხმელები: რობერტო ბაჯო, ალესანდრო დელ პიერო, ანტონიო დი ნატალე, ვინჩენცო იაკუინტა, ფილიპო ინძაგი, ალესანდრო მატრი, ალეშანდრუ პატო, რონალდო, ფრანჩესკო ტოტი, კრისტიან ვიერი

მწვრთნელები: ანტონიო კონტე და კარლო ანჩელოტი

“ლურჯი ვარსკვლავები”

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი, მარკო სტორარი

მცველები: დანიელე ადანი, ანდრეა ბარძალი, დანიელე ბონერა, მარკოს კაფუ, აიმო დიანა, ჩირო ფერარა, კახა კალაძე, მარკო მატერაცი, სერჟინიო

ნახევარმცველები: დემეტრიო ალბერტინი, მასიმო ამბროზინი, კრისტიან ბროკი, დანიელე დე როსი, ალესანდრო დიამანტი, კლაუდიო მარკიზიო, სიმონე პეროტა, კლარენს ზეედორფი

თავდამსხმელები: მარკო ბორიელო, ანტონიო კასანო, ფაბიო კვალიარელა, რონალდინიო, ანდრეი შევჩენკო, კარლოს ტევესი, ლუკა ტონი, ნიკოლა ვენტოლა

მწვრთნელები: მასიმილიანო ალეგრი, მაურო ტასოტი და რობერტო დონადონი

ანდრეა პირლოს გამოსამშვიდობებელი მატჩი დღეს, თბილისის დროით 22:45 საათიდან დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113303