ფეხბურთი

18:10 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

საბა ლობჟანიძის "რანდერსმა" დანიის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა

“რანდერსმა”, რომლის რიგებშიც საბა ლობჟანიძე თამაშობს, დანიის სუპერლიგაში ადგილი შეინარჩუნა. პლეი-აუთის ფინალში ქართველი ფეხბურთელის კლუბმა “ლიუნგბიუს” მეორე მატჩის მოუგო 2:1 და ორი მატჩის ჯამში 4:2 დაამარცხა.

ამჯერად გოლი არ გაუტანია საბა ლობჟანიძეს, რომელიც 74-ე წუთზე შეცვალეს. საბასთვის ერთობ წარმატებული სეზონი გამოდგა და მეტწილად, მისი ბოლო ნაწილი. 23 წლის შემტევმა 33 მატჩში 13 გოლი გაიტანა და ამას დანიის თასზე ორ შეხვედრაში გატანილი ერთი გოლიც დაუმატა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11121