ფეხბურთი

17:03 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატრიკ კუტრონე უკეთ, ვიდრე ინძაგი, ვიერი და ტონი

იტალიური “მილანის” საუკეთესო ბომბარდირი 2017-2018 წლების სეზონში პატრიკ კუტრონე გახდა, რომელმაც აწ დასრულებულ სერია A-ში 28 მატჩში 10 გოლი გაიტანა.

Gazzetta Dello Sport-ის ინფორმაციით, კუტრონე ბევრ სახელოვან იტალიელ ფორვარდზე უკეთ გამოვიდა სადებიუტო სეზონში. მაგალითად, პატრიკმა უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე ფილიპო ინძაგიმ, ალბერტო ჯილარდინომ, კრისტიან ვიერიმ, ლუკა ტონიმ და მარიო ბალოტელიმ, როდესაც სადებიუტი სეზონი ჩაატარეს.

კუტრონეზე უფრო შედეგიანად იტალიელ ფორვარდებს შორის მხოლოდ დარიო ჰუბნერს აქვს ნათამაშები, თუმცა ისიც აღსანიშნავია, რომ ჰუბნერს იტალიურ ელიტაში დებიუტი 30 წლის ასაკლში ჰქონდა.

სერია A-ში გატანილი 10 გოლის გარდა, 20 წლის კუტრონემ იტალიის თასზე 2, ხოლო ევროპა ლიგაზე 6 გოლი გაიტანა.

პატრიკ კუტრონე – “მილანი”, 2017-2018 წლების სეზონი: 28 მატჩი, 10 გოლი

ფილიპო ინძაგი – “პარმა”, 1995-1996 წლების სეზონი: 15 მატჩი, 2 გოლი

ლუკა ტონი – “ვიჩენცა”, 2000-2001 წლების სეზონი: 31 მატჩი, 9 გოლი

კრისტიან ვიერი – “ტორინო”, 1991-1992 წლების სეზონი: 6 მატჩი, 1 გოლი

მარიო ბალოტელი – “ინტერი”, 2007-2008 წლების სეზონი: 11 მატჩი, 3 გოლი

ალბერტო ჯილარდინო – “პიაჩენცა”, 1999-2000 წლების სეზონი: 19 მატჩი, 3 გოლი

დარიო ჰუბნერი – “ბრეშა”, 1997-1998 წლების სეზონი: 31 მატჩი, 17 გოლი.

0.116738