ფეხბურთი

12:02 | 21.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბედნიერი გიორგი პაპუნაშვილი

“სარაგოსას” ნახევარმცველმა გიორგი პაპუნაშვილმა ესპანურ კარიერაში პირველი ჰეთ-თრიქი შეასრულა. ქართველი შემტევი “ალბასეტესთან” დიდებულად გაისარჯა, სამ გოლს საგოლე პასიც დაუმატა და მისმა გუნდმა 4:1 მოიგო.

როგორც ჰეთ-თრიქის ავტორს, ბურთი საჩუქრად ერგო პაპუნაშვილს, რომელმაც ნამატჩევს მადლობა გადაიხადა:

“ძალიან ბედნიერი ვარ. პირველ რიგში იმიტომ, რომ გუნდმა მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო, მეორეც – სამი გოლი გავიტანე. ძალიან დიდი მადლობა ჩემს თანაგუნდელებს და მადლობა მხარდაჭერისთვის”, - განაცხადა პაპუნაშვილმა.

შეგახსენებთ, ჩვენებურს ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 7 გოლი აქვს გატანილი. “სარაგოსა” კი ლა ლიგაში გადასასვლელად იბრძვის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113245