სხვა

15:15 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

კაჩი კოში რვა ტურში

სეკივაკე ტოჩინოშინმა მაისის ბაშოზე საბოლოო დადებითი ბალანსი კაჩი კოში ტურნირის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე გაინაღდა. დღეს გამართულ მერვე ტურში ლევან გორგაძემ სეკივაკე იჩინოჯოს(VIDEO) აჯობა და იმპერატორის თასისთვის ბრძოლაში კვლავ ერთპიროვნული ლიდერია. ქართველი სეკიტორი ერთი ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს: იოკოძუნა ჰაკუჰოს, იოკოძუნა კაკურიუსა და მეთერთმეტე მაეგაშირა ჩიონოკუნის.

მეცხრე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა დაიეიშო იქნება, რომელსაც აქამდე ოთხი ბრძოლიდან სამში სძლია.

რანგით მეორე, ჯურიო ლიგაში მოასპარეზე გაგამარუსთვის კი მერვე ტური წარუმატებელი გამოდგა – მეექვსე შეხვედრა წააგო და უარყოფითი ბალანსი კიდევ უფრო გაიუარესა – 2:6.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.108752