ფეხბურთი

19:20 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ფავრმა "ნიცა" დატოვა, შვეიცარიელს დორტმუნდში ელიან

შვეიცარიელმა სპეციალისტმა ლუსიენ ფავრმა "ნიცა" დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია 60 წლის სპეციალისტმა პრესკონფერენციაზე გაავრცელა.

"ვტოვებ "ნიცას" და საფრანგეთს. მეტის თქმა არ შემიძლია. აქ ორი ფანტასტიკური წელი გავატარე." - ციტირებს AFP ფავრის სიტყვებს.

"დორტმუნდი" კი უახლოეს მომავალში ფავრს კლუბის ახალ თავკაცად დანიშნავს. როგორც Kicker-ი იუწყება, ფავრი "ბორუსიას" ივლისამდე ჩაიბარებს, რათა ამერიკაში გუნდი წაიყვანოს და წინასასეზონოდ ნაყოფიერი მოსამზადებელი პერიოდი ჰქონდეს. ლუსიენისთვის ბუნდესლიგა უცხო ტურნირი არ იქნება, რადგან წლების განმავლობაში ფავრი "გლადბახს" და "ჰერტას" წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115692