ფეხბურთი

13:11 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლიგა 1: "ლიონი" და "მონაკო" ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ

საფრანგეთის ჩემპიონატის 2017/18 წლების სეზონის დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ევროტურნირებზე ითამაშებენ. პსჟ რამდენიმე ტურით ადრე ჩემპიონი გახდა და პირველადგილოსნის ვინაობა უკვე ცნობილი იყო. მეორე პოზიციაზე "მონაკო" გავიდა, რომელმაც ბოლო ტურში ლიგა 1-დან გავარდნილი "ტრუა" იოლად 3:0 დაამარცხა და 78 ქულა მოაგროვა. მესამე ადგილი "ლიონმა" დაიკავა 78 ქულით და ერთი ქულით გაუსწრო ჩემპიონთა ლიგის საგზურის მაძიებელ "მარსელს".

"ნიცას" შანსი ჰქონდა ევროპა ლიგაზე გასულიყო, თუმცა სტუმრად ზემოთხსენებულ "ლიონთან" 2:3 წააგო და საბოლოოდ მერვე ადგილს დასჯერდა. "მარსელი" 77 ქულით მეოთხე ადგილზე გავიდა და ევროპა ლიგის გასული სეზონის ფინალისტი კვლავ ამავე ტურნირზე იასპარეზებს. ამ გუნდთან ერთად ევროპა ლიგაზე "რენი" ითამაშებს, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევის შემთხვევაში "ბორდოც" მიიღებს საგზურს.

ჩემპიონატიდან უკვე ცნობილი იყო ლიგა 2-ში დაქვეითებული გუნდების ვინაობა. მომავალ სეზონში რანგით მეორე დივიზიონში "მეცი" და "ტრუა" ითამაშებენ. რაც შეეხება "ტულუზას", მე-18 ადგილზე გასული გუნდი "ლე ავრსა" და "აიაჩოს" შორის გამარჯვებულს შეხვდება და ლიგა 1-ში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძოლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.15797