სხვა

13:45 | 20.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუენოს აირესის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ოლიმპიური სოფელი ათლეტთა მისაღებად მზად არის

ბუენოს აირესი უდიდესი კომპლექსური სპორტული შეჯიბრების სამასპინძლოდ ემზადება. უკვე დასრულდა ოლიმპიური სოფელის მშენებლობა, რომელიც 6 286 სტუმარს მოემსახურება, მათ შორის - 3 998 სპორტსმენს. მათთან ერთად სოფელში იცხოვრებენ მწვრთნელები, ოლიმპიური კომიტეტების და სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები, ადმინისტრაციული, სამედიცინო და ტექნიკური პერსონალი.

ოლიმპიური სოფლის ტერიტორიაზე განთავსებულია 31 საცხოვრებელი კორპუსი, სკოლა, სამედიცინო დახმარების ცენტრი, სავარჯიშო სპორტული არენები, გასართობი სივრცე, მაღაზიები, ფოსტა, 2 300 კაცზე გათვალისწინებული სასადილო.

ოლიმპიური სოფელი შეჯიბრებების დაწყებამდე 2 კვირით ადრე გაიხსნება და გარდაიქმნება მულტიკულტურულ და სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე ბინადართა ქალაქად.

ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების დასრულების შემდეგ ბინები განვადებით გაიყიდება და მათ ახალ მფლობელებს 2019 წლის მარტსა და აპრილში გადაეცემა.

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.119389