ფეხბურთი

23:35 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

თურქეთის ჩემპიონი "გალათასარაი" გახდა

"გალათასარაი" თურქეთის სუპერლიგის ჩემპიონი არსებობის ისტორიაში 21-ედ გახდა. ჩემპიონატის გამარჯვებულის ვინაობა ბოლო ტურში გაირკვა, "გალათასარაიმ" სტუმრად "გიოზტეპე" ბაფეტიმბი გომისის 66-ე წუთზე გატანილი პენალტი მეშვეობით დაამარცხა, 75 ქულა დააგროვა, მეორე და მესამე ადგილებზე გასულ "ფენერბაჰჩეს" და "ბაშაკშეჰირს" კი სამი ქულით გაუსწრო.

ამრიგად, მომავალ სეზონში "გალათასარაი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშებს, "ფენერბაჰჩემ" კი ამავე ტურნირზე მოსახვედრად საკვალიფიკაციო ეტაპი უნდა დაძლიოს. ევროპა ლიგაზე "ბაშაკშეჰირის" გარდა "ბეშიქთაშიც" იასპარეზებს. სუპერლიგის ბომბარდირი კი "გალათასარაის" ფრანგი თავდამსხმელი გომისი 29 გოლით გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.126201