ფეხბურთი

15:20 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანტონიო კონტე: "ეს ფინალი "ჩელსისთვის" ძალიან მნიშვნელოვანია"

ლონდონის “ჩელსის” მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე “მანჩესტერთან” ინგლისის ასოციაციის თასის ფინალში შევხედრის წინ კომენტარს აკეთებს. იტალიელი მწვრთნელის განცხადებით, ეს თამაში მისი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან შანსი აქვს, სეზონი ტიტულით დაასრულოს.

“ფინალში ზედიზედ მეორედ გასვლა დიდი მიღწევაა ჩვენთვის, ჩვენი გულშემატკივრებისთვის. კარგად მახსოვს ბოლო ფინალი “არსენალთან”, რომელიც უცნაური გამოდგა. ჩვენ თამაში 10 კაცით დავასრულეთ, რადგან ვიქტორ მოსესი გაგვიგდეს. ეს იყო ნამდვილად უცნაური დასასრული, რადგან შეგვეძლო ოქროს დუბლის შესრულება.

ახლა კი, მნიშვნელოვან მატჩს ველოდები იმიტომ, რომ შეგვიძლია სეზონი ტიტულით დავასრულოთ. ფეხბურთელებისთვის, მწვრთნელებისთვის, ქომაგებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია თასის მოგება. ჩვენ სწორედ ამაზე ვართ კონცენტრირებულნი. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ გამარჯვებისთვის, რადგან ეს მნიშვნელოვანი ტურნირია, ყველაზე ძველი ფეხბურთის ისტორიაში.

ეს ფინალია, როდესაც ფინალს თამაშობ, გამარჯვება ყველაზე მნიშვნელოვანია. არ ვიცი, როგორი მატჩი იქნება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ორივე გუნდისთვის ურთულესი დაპირისპირება გამოდგება”, - აღნიშნა კონტემ.

“მანჩესტერისა” და “ჩელსის” შეხვედრა დღეს, თბილისის დროით 20:15 საათზე დაიწყება.

სტატისტიკა
0.241079