ფეხბურთი

14:44 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბეტისის" ფანებმა ვინჩენცო მონტელას დასცინეს

სევილიის “ბეტისისთვის” კარგი სეზონი გამოვიდა. ევროპა ლიგის საგზური მოიპოვა და რაც მთავარია, სატურნირო ცხრილში მოძულე მეტოქეს, “სევილიას” აჯობა. ლა ლიგის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე, “ბეტისი” მეექვსეა, ხოლო “სევილია” მეშვიდე ადგილზე იმყოფება. სხვაობა 5 ქულაა და შესაბამისად, არაფერი შეიცვლება.

As-ის ინფორმაციით, ამასთან დაკავშირებით “ბეტისის” ფანებმა სპეციალური მაისური დაამზადეს და იტალიელ მწვრთნელ ვინჩენცო მონტელას დასცინეს. მონტელა “სევილიას” თავკაცობდა და დებიუტი სწორედ სევილიურ დერბში ჰქონდა, რომელიც “სანჩეს პისხუანზე” “ბეტისმა” 5:3 მოიგო.

მაისურზე კი ასეთი წარწერაა: “მონტელა ყველაფერი შენთან ერთად დაიწყო”.

0.150569