ფეხბურთი

14:03 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბატშუაი: "სხვები ფეხბურთს ფულისთვის თამაშობენ, მე ფიფას ანკეტისთვის"

დორტმუნდის “ბორუსიას” თავდამსხმელ მიჩი ბატშუაის შესაძლოა მსოფლიოს ჩემპიონატი გაუცდეს, მაგრამ ხუმრობის ხასიათზეა. ბელგიელმა სოციალურ ქსელში ფიფას ვიდეო თამაშში თავის პროგრესზე ასეთი კომენტარი გააკეთა:

“ზოგიერთი ფეხბურთს ფულისთვის, ტიტულებისთვის ან დიდებისთვის თამაშობს... ჩემთვის მთავარი ფიფას ანკეტაა შემდეგი სეზონისთვის”, - იხუმრა ბატშუაიმ.

შეგახსენებთ, რომ ბატშუაი “ჩელსის” საკუთრებაშია და გერმანიაში სეზონის მეორე ნახევარი იჯარით გაატარა. თუმცა, 15 აპრილს, “შალკესთან” შეხვედრაში დაშავდა და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა, მუნდიალზე თამაშს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115831