ფეხბურთი

1:42 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთწლიანი ლოდინი დასრულდა: ლევან მჭედლიძე სათადარიგო სკამით დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ფორვარდი ლევან მჭედლიძე დაბრუნდა. დაბრუნდა, მაგრამ მხოლოდ სათადარიგო სკამზე. სერია B-ს ბოლო ტურში “ემპოლიმ” “პერუჯას” უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

აღნიშნულ შეხვედრაში არ უთამაშია ქართველ ფორვარდს, მაგრამ ისიც სასიამოვნოა ამ ეტაპისთვის, რომ სამატჩო განაცხადში იყო და მატჩს თვალი სათადარიგო სკამიდან ადევნა.

შეგახსენებთ, მჭედლიძე 2017 წლის აპრილში დაშავდა და იქედან მოყოლებული საერთოდ არ უთამაშია. ლევანს 13 თვე(!) გაუცდა... “ემპოლი” კი ახალი სეზონიდან სერია A-ში ითამაშებს.

0.110357