სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:19 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"პარმა" სერია A-ში დაბრუნდა!
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“პარმა” – გასული საუკუნის დასასრულს ერთ-ერთი გამორჩეული კლუბი არამარტო იტალიის, არამედ ევროპის მასშტაბით, იტალიის სერია A-ში დაბრუნდა! “ჯალობლუმ” ელიტაში ადგილი სერია B-ს ბოლო ტურში, ბოლო წუთზე, დრამატულად დაიბრუნა.

სერია B-დან ელიტაში პირდაპირ ორი გუნდი გადადის, აქედან უკვე კარგა ხანია “ემპოლის” პირველი ადგილი დაბევებული ჰქონდა. შესაბამისად, მეორე გუნდის ვინაობა იყო გასარკვევი. დასკვნითი ტურის წინ ფავორიტად “ფროზინონე” განიხილებოდა, რადგან “პარმასთან” შედარებით 2 ქულით მეტი ჰქონდა და ბოლო ტურში შინ უმოტივაციო “ფოჯას” მასპინძლობდა.

თუმცა, “სტადიო ბენიტო სტრიპეზე” “ფოჯამ” არაფერი დაუთმო მეტოქეს და თავიდან იგებდა კიდეც. მერე “ფროზინონემ” ორი გოლი გაიტანა და მეორე ადგილზე დაბრუნდა... თითქოს, უპირატესობას აღარ გაანიავებდა, მაგრამ 89-ე წუთზე “ფოჯამ” კიდევ ერთხელ გაათანაბრა და მატჩის დასრულდა – 2:2.

პარალელურ შეხვედრაში კი “პარმამ” სტუმრად “სპეცია” უპრობლემოდ დაამარცხა ფაბიო ჩერავოლოსა და ამატო ჩიჩირეტის გოლებით (2:0). საბოლოოდ, “პარმამ” და “ფროზინონემ” სეზონი თანაბარი, 72-72 ქულით დაასრულეს, მაგრამ ვინაიდან ურთიერთშეხვედრებში ტოსკანელები უპირატესობას ფლობდნენ (შინ 2:0, სტუმრად 1:2) სერია A-ს საგზური მოიპოვეს. სხვათა შორის, მეოთხე ადგილზე “პალერმო” გავიდა და მასაც ცოტა დააკლდა მიზნამდე – 1 ქულა (სიცილიელებმა 71 ქულით დაასრულეს სეზონი).

“პარმა” სერია A-ს 2014-2015 წლების სეზონის შემდეგ დაუბრუნდა. მაშინ პარმეზანელები გაკოტრდნენ და ამიტომაც სერია D-ში აღმოჩნდა. თუმცა, უმოკლეს ვადაში მოახერხა მისთვის ჩვეულ ადგილზე დაბრუნება. 2015-2016 წლების სეზონში სერია C-ში აღზევდა, 2016-2017 წლების სეზონში სერია B-ში, ხოლო ახლა სერია A-ში.

სტაჟიან ქომაგებს ეხსომებათ ის “პარმა”. გუნდი, რომელმაც 90-იან წლებში ორჯერ მოიგო უეფას თასი, თითოჯერ თასების თასი, ევროპის სუპერთასი, იტალიის სუპერთასი და სამჯერ იტალიის თასი. 1997-1998 წლების სეზონში კი ჩემპიონთა ლიგაზეც ითამაშა...

რაც შეეხება მესამე გუნდს, რომელიც სერია A-ში აღზევდება, ამას პლეი-ოფი გამოავლენს. სანუკვარი ერთი ადგილისთვის ერთბაშად ექვსი გუნდი აცხადებს პრეტენზიას – “ფროზინონე”, “პალერმო”, “ვენეცია”, “ბარი”, “ჩიტადელა” და “პერუჯა”.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.118823
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X