სხვა

0:30 | 19.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლერი ხაბელოვი: „ეს არის საქართველოს მთავრობის და შესაბამისი სპორტული ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი"

„ჩვენ მივესალმებით სათხილამურო სპორტის საერთაშორისო ფედერაციის გადაწყვეტილებას ძალიან მნიშვნელოვანი შეჯიბრების _ თხილამურებით და სნოუბორდით თავისუფალ სრიალში 2023 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საქართველოში ჩატარების შესახებ, - ამის შესახებ განაცხადა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა, - რასაკვირველია, ერთის მხრივ ეს არის საქართველოს მთავრობის და შესაბამისი სპორტული ორგანიზაციების ძალისხმევის შედეგი, მეორეს მხრივ ჩვენი ქვეყნის აღიარება ზამთრის სპორტის ერთ-ერთ პერსპექტიულ ცენტრად.

საკმარისი დრო გვაქვს იმისთვის, რომ მოვაწესრიგოთ შესაბამისი ინფრასტრუქტურა და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ვიზრუნოთ ზამთრის სპორტის სახეობებში კონკურენტუნარიანი სპორტსმენების მოსამზადებლად.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი თავის დროზე მოწონებით შეხვდა საქართველოს მთავრობის მეტად საჭირო ინიციატივას ქვეყანაში ზამთრის ტურიზმისა და ზამთრის სპორტის განვითარების გრძელვადიანი პროექტის ამოქმედების თაობაზე.

ჩვენ თავიდანვე აქტიურად ჩავერთეთ ამ პროცესში, ადგილობრივ და სართაშორისო დონეზე უკვე რამდენიმე მნიშვნელოვან შეხვედრასა და ღონისძიებაში მივიღეთ მონაწილეობა. იმედი გვაქვს, რომ ერთობლივი მიზანმიმართული მუშაობით, ამ კუთხით კიდევ არაერთ ხელშესახებ წარმატებას მივაღწევთ, სხვა მნიშვნელოვანი შეჯიბრებების მასპინძლობის უფლებასაც მოვიპოვებთ და ზამთრის სპორტს იმ დონეზე განვავითარებთ, რომ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე მედლების მოპოვების პრეტენზიაც გვექნება."

geonoc.org.ge

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.120954