თამაშგარე

11:18 | 18.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

დიეგო მარადონა კვლავ ქალთა გულთამპყრობელია

ქალთა სქესის მიმართ დიეგო მარადონას სულიერი თრთოლვები ყველამ კარგად ვიცით და დიეგოს ქალთმოყვარეობაა სწორედ იმის მიზეზი, რომ ჩაპუტკუნებულ არგენტინელთან დიდი ხანი ცოლი კი არა, საყვარელიც კი იშვიათად ჩერდება. როგორი ამბავია - დიეგოს ცოლი იყო და იცოდე, მთელი მსოფლიოს ასულნი მასზე რომ გიჟდებიან...

მიუხედავად წლების მატებისა, დიეგო მარადონასადმი ინტერესი ქალთა სქესის მხრიდან მაინც არ განელებულა. ამასწინათ, მადრიდში გამართულ ერთ-ერთ ბანკეტზე გვარიანად შეზარხოშებულმა ლეგენდარულმა დიეგომ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მისი საფოსტო ყუთი ტრფობით გულდათუთქულ ქალთა წერილებით კვლავინდებურად სავსეა და ეს ამბავი მისთვის ბუნებრივ მოვლენად ითვლება.

დიეგო მარადონა უკვე ბაბუაა და მის ასაკში და მდგომარეობაში მყოფნი, ბუხარში საჩხეკელის ტრიალითა და ძველი, ტყუილ-მართალი ამბების გახსენებით იქცევენ თავს. მაგრამ, მარადონა ის კაცი არაა, წლებს რომ შეეპუოს. ანდა რატომ უნდა შეეპუროს, როდესაც თავადაც კარგად უწყის, რომ მას ყავლი არასოდეს გაუვა!

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.134747