სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
კალათბურთი

23:08 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"რუსთავმა" "ქუთაისს" ოვერტაიმში სძლია და ფინალს მიუახლოვდა
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

“რუსთავსა” და “ქუთაისს” შორის გამართული ნახევარფინალური სერიის მე-3 მატჩი მიმდინარე სუპერლიგის ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული, საინტერესო და დრამატული გამოდგა. რამაზ გოგობერიშვილის გაწვრთნილმა ქვემოქართლურმა გუნდმა ლამის უიმედო მატჩი შემოატრიალა, ბოლო წუთზე 5-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა და ოვერტაიმში გადაყვანილი ბრძოლა საბოლოოდ დამაჯერებლად – 76:64 მოიგო.

შედეგად, სერიაში “რუსთავი” 2:1 დაწინაურდა და მიუახლოვდა ფინალს, სადაც ქვემოქართლური გუნდი 2010 წლის შემდეგ აღარ ყოფილა, როცა “ენერჯი-ინვესტის” სახელით ბოლოჯერ გახდა სუპერლიგის ჩემპიონი. ფინალამდე გადასადგმელი ნაბიჯი ძალიან რთული იქნება, რადგან ქუთაისელებმა დღეს ლამის მოგებული მატჩი წააგეს და ხვალ, სერიის რიგით მე-4 შეხვედრაში უკან დასახევი გზა მოჭრილი აქვთ.

პირველი ნახევარი “რუსთავმა” 33:32 მოიგო, თუმცა ქუთაისელები შეხვედრის განახლებისთანავე დაწინაურდნენ და მეორე ტაიმისთვის განკუთვნილი 20 წუთიდან 19:50 წუთს იგებდნენ. მატჩის დასრულებამდე 5 წუთზე ნაკლები რჩებოდა, გიორგი ბარბაქაძის ზუსტი საჯარიმოთი იმერული კლუბი 57:50 რომ დაწინაურდა. ეს ბევრს არაფერს ნიშნავდა და ისე მოხდა, რომ მასპინძლებმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირეს და გოგა ცეკვავას დასრულებამდე 1:50 წუთით ადრე მეორე საჯარიმოც რომ ჩაეგდო, ანგარიშს გაათანაბრებდა – 56:57. თუმცა ცეკვავამ საჯარიმოები, თანაც ზედიზედ 3, მატჩის დასრულებამდე 5 წამით ადრე ჩააგდო და ანგარიში გაათანაბრა. სანამ ეს მოხდებოდა, ლამის განწირულმა რუსთაველებმა ტაქტიკური ჯარიმებით იმდენი ქნეს, რომ საქმე ერთ შეტევაში 3 ქულის გაბათილებამდე მიიყვანეს.

მატჩის ძირითადი დროისთვის განკუთვნილი ბოლო წუთი დაიწყო თუ არა, დეჟან რაიტმა ორიანი ჩააგდო და “ქუთაისი” 5 ქულით – 61:56 დააწინაურა. ეს არა მაგრამ, როცა რუსთაველთა ამერიკელმა ფორვარდმა, ტაირელ ნელსონმა ორქულიანი ააცილა და ბურთს ქუთაისელები დაეპატრონნენ, ეს თითქმის სტუმართა გამარჯვებას ნიშნავდა. ყველაფერიც აქ დაიწყო – ქუთაისელებმა საფინალო სირენამდე 40 წამით ადრე შეტევა გააცუდეს და სწრაფი შეტევა ნელსონის 2-ქულიანით დასრულდა – 58:61.

რუსთაველებმა პრესინგი სცადეს, მაგრამ რომ არ გამოუვიდათ, დეჟან რაიტზე დაჯარიმდნენ, რომელმაც 1 სროლა ჩააგდო და ძირითადი დროის დასრულებამდე 22 წამით ადრე სტუმრები 4 ქულით დაწინაურდნენ. მასპინძლებმა სწრაფად შეუტიეს, თუმცა საფინალო სირენამდე 19 წამით ადრე რეზო ჩაჩანიძემ 3-ქულიანი ააცილა და წესით აქ უნდა დასრულებულიყო ყველაფერი, მაგრამ აცილებული ადამ ბლეიზეკმა მოხსნა, რომელმაც მყისიერად შეუტია და საჯარიმოს ხაზზე აღმოჩნდა. დასრულებამდე 11 წამით ადრე ავსტრიელმა ლეგიონერმა ორივე საჯარიმო მიითვალა და ქვემოქართლელთა ჩამორჩენა 2 ქულამდე შეამცირა – 60:62.

რუსთაველებს სხვა არაფერი დარჩენოდათ, თუ არა მორიგი ტაქტიკური ჯარიმა, რომელიც დასრულებამდე 9 წამით ადრე ბლეიზეკმა აიღო. რაიტმა პირველი ჩააგდო, მეორე კი ააცილა და მასპინძელთა ჰოლანდიელმა ლეგიონერმა, გრეიგ ოსაიქიუოუენმა რომ მოხსნა, რუსთაველებს 3 ქულის გასაბათილებლად 8 წამი ჰქონდათ. ჰოლანდიელმა ბურთი ცეკვავას გადააწოდა, რომელიც ქუთაისელთა ფარისკენ დაიძრა და… ქუთაისელებს რუსთაველთა უკანახაზელის ჯარიმოთ შეჩერება მართბდათ, რათა მას სამქულიანით ანგარიში არ გაეთანაბრებინა, თუმცა ეს ვერ მოახერხეს და მაშინ დაჯარიმდნენ, როცა ცეკვავამ 3-ქულიანი შეასრულა… ბექა წივწივაძის ჯარიმა სტუმართათვის საბედისწერო გამოდგა – მანამდე მოგუგუნე დარბაზი გაინაბა, რათა ცეკვავას სროლისას ხელი არ შეშლოდა და … სამივე საჯარიმო ზუსტი აღმოჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ ქუთაისელებს შესატევად 5 წამი ჰქონდათ, მომხდარით დაბნეულებმა დაწინაურება ვერ მოახერხეს და შეხვედრა დამატებით დროში გადაიზარდა – 63:63.

ოვერტაიმში კი “ქუთაისი” გატყდა. სტუმრებმა ძირითადი დროის ბოლო წუთზე განვითარებული მოვლენებისგან მიღებულ უარყოფით ზეწოლას ვერ გაუძლეს და… 5-წუთეული რუსთაველებმა 13:1 (!) მოიგეს და საბოლოოდ ამ მატჩში შემდგარი ბროლის შეუფერებელი, 12-ქულიანი სხვაობა დაფიქსირდა – 76:64.

რუსთაველთაგან ლიდერობა ბლეიზეკმა და ნელსონმა გაიყვეს. ორივემ სარგებლიანობის თანაბარი კოეფიციენტი (30) დააფიქსირა. ბლეიზეკმ 26 ქულა, 7 მოხსნა, 5 პასი და 5 ჩაჭრა მოაგროვა, ნელსონმა კი 22 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი და 2 ჩაჭრა. 9 ქულა და 6 პასი ცეკვავას ანგარიშზე დაგროვდა, რეზო ჩაჩანიძემ კი 8 ქულა მიითვალა. “ქუთაისში” 21 ქულით აკაკი დვალიშვილი გამოირჩა. 20 ქულა 7 მოხსნა და 6 პასი რაითმა მიითვალა. ბექა ბექაურმა შეხვედრა 8 ქულითა და 14 მოხსნით დაასრულა.

სერია 3 მოგებამდეა. ანგარიში ქვემოქართლელთა სასარგებლოა – 2:1. მორიგი მატჩი რუსთავში ხვალ, 18 მაისს, 19:00 საათზე გაიმართება.

რუსთავი – ქუთაისი
სტატისტიკა: 76:64
(ძირითადი დრო 63:63) სერიას იგებს რუსთავი — 2:1

კოტე ტუღუში“ქუთაისის” მთავარი მწვრთნელი:

“სერია არ დასრულებულა, ბრძოლა გრძელდება. ხვალ მორიგი მატჩია”.

რამაზ გოგობერიშვილი“რუსთავის” მთავარი მწვრთნელი:

“ამ გამარჯვების 70 პროცენტი გულშემატკივრის დამსახურებაა, რასაც პირველ რიგში მათ ვულოცავ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს და ძალიან მნიშვნელოვან გამარჯვებას მივაღწიეთ. ხვალ გაცილებით რთული და დაძაბული შეხვედრა გველის”.

gbf.ge

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.168164
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X