ფეხბურთი

22:38 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

"შალკემ" გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების წევრი დაიმატა

თურქული ფესვების მქონე გერმანიის 21-წლამდელთა ნაკრების და აწ უკვე "მაინცის" ყოფილი წევრი სუატ სერდარი "შალკეში" გადავიდა. როგორც გერმანული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ფეხბურთელი გელზენკირხენის გუნდში 2022 წლამდე ითამაშებს, კონტრაქტი კი ძალაში პირველი ივლისიდან შევა.

სუატი "მაინცის" აკადემიის აღზრდილი ფეხბურთელია და მთავარ გუნდში 2015 წელს დააწინაურეს. ცენტრალურმა ნახევარმცველმა აწ უკვე გასულ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა და თავი სამი გოლით გამოიჩინა. "შალკეს" 21 წლის სერდარის ტრანსფერი 11 მილიონი ევრო დაუჯდა.

0.120057