ფეხბურთი

20:16 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

სანშეში "ბაიერნში" დაბრუნდება, კოვაჩი პორტუგალიელს შანსს მისცემს

პორტუგალიელი ნახევარმცველი რენატუ სანშეში 30 ივნისს, საიჯარო ხელშეკრულების ვადის დასრულების შემდეგ "სუონსიდან" "ბაიერნში" დაბრუნდება. აღნიშნული ინფორმაცია გერმანული კლუბის აღმასრულებელმა დირექტორმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ დაადასტურა.

Munchner Merkur-თან საუბრისას რუმენიგემ აღნიშნა რომ გუნდის ახალი მწვრთნელი ნიკო კოვაჩი 20 წლის მოთამაშე შანსს მისცემს, რადგან ნახევარმცველი მის გეგმებში შედის. სანშეში პორტუგალიის გაფართოებულ შემადგენლობაში ვერ მოხვდა და მუნდიალზეც ვერ იასპარეზებს, ხორვატი მწვრთნელი კი მას ნდობას უცხადებს.

ახალგაზრდა მოთამაშე 2016 წლის ევროპის ჩემპიონატის შემდეგ გადავიდა "ბენფიკადან" "ბაიერნში", თუმცა გერმანულ გუნდში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და ერთი წლის შემდეგ ფეხბურთელი "სუონსიში" გაანათხოვრეს. უელსური გუნდის მაისურით რენატუ მოედანზე 16 შეხვედრაში გავიდა და თავი ერთი საგოლე გადაცემით გამოიჩინა.

0.109834