სხვა

18:39 | 17.05.2018 | ნანახია 3038 - ჯერ

ასპროცენტიანი ტოჩინოშინი და გაგამარუს პირველი ქულა (+VIDEO)

მაისის ბაშოს ერთი მესამედი უკანაა – თხუთმეტი ტურიდან ხუთი გაიმართა და ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილი ლევან გორგაძე "იმპერატორის თასისკენ” უდანაკარგოდ მიიწევს. ზედიზედ მეხუთე გამარჯვება სეკივაკეს წოდების მქონე ქართველმა სეკიტორიმ დღეს მოიპოვა, თავისზე ბევრით მძიმე მეტოქესთან - პირველ მაეგაშირა კაისეისთან. სეზონის მესამე სუპერტურნირზე ასევე ასპროცენტიანი შედეგი აქვთ იოკოძუნა ჰაკუჰოს და მეოთხე მაეგაშირა შოდაის.

მიმდინარე ბაშოზე პირველად მოხდა, რომ ერთ დღეს ორივე ქართველმა სუმოისტმა იმარჯვა. წარუმატებელი სტარტის – ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ, პირველი ქულა აიღო რანგით მეორე ჯურიო დივიზიონში მყოფმა გაგამარუმ – თეიმურაზ ჯუღელმა.

ხვალ გასამართ მეექვსე ტურში ტოჩინოშინის მეტოქე მესამე მაეგაშირა იოტაკაიამა იქნება, რომელსაც აქამდე ერთხელაც არ შეხვედრია. მაისის ბაშოზე იოტაკაიამას ხუთივე ბრძოლა წაგებული აქვს.

Loading...

კომენტარები (23)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
16:05 | 18.05.2018
miriani (2600)

მოკლედ საქმე ისე მიდის უკეთესი რო სრ შეიძლება... ფორა უკვე აქვს ტოჩის და ახლა როგორ გამოიყენებს მასზეა დამოკიდებული...მთავარია იოკოძუნებთან შეხვედრამდე უდანაკარგოდ ან მინ. დანაკარგით მივიდეს...მანამდე თუ კიდე წაიფორხილეს ჰაკუჰომ და კაკურამ ხო მთლად გადასარევი...
მოკლედ როგორც ამას წინ დავწერე აქვს ტოჩის შანსი მეორედ გადაწეროს ისტორია და ლეგენდა გახდეს ევროპიდან, თუ მეორედ დადო თასი და ოძეკიც გახდა

14:12 | 18.05.2018
BEERTRANCE (97819)

მართლაც გამოცდების ხარჯზე აჯობა, კარგი სტარტი რო ქონდეს ...

13:44 | 18.05.2018
გიგლა (2)

კორიდას ხარივით არ ეცა ჰაკუჰოს?

13:14 | 18.05.2018
geogoli (939)

ვითომ ჩემპიონობაზე რო გაიწიოს რა დაშავდება? გამოჩნდა რო იოკოძუნებიც არ არიან დაუმარცხებლები.
ისე აბის უკვე შეხვდა?

13:29 | 18.05.2018
Breeg (18)

კი, შეხვდა მე-2 დღეს

13:06 | 18.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

ერთპიროვნული ლიდერიიიიი

13:12 | 18.05.2018
O. Mertskhali (3102)

აუ, რა გაუხარდა იმას, ჰაკუროს(?) რომ მოუგო?! ))

13:39 | 18.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

მე უფრო მეტად გამიხარდა

13:05 | 18.05.2018
O. Mertskhali (3102)

აჩვენა კლასი

12:50 | 18.05.2018
tiko (5700)

ტოჩი მაგარი ხარ
ისე ცოტა კი ვინერვიულე

12:41 | 18.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

ეგეც 6

12:39 | 18.05.2018
Buratino (3207)

ბრავო! მოიგეს ტოჩიმაც და გაგამაც! ლაივში ვუყურე ტოჩის ბრძოლას და კინაღამ გული გადამიქანდა
ისე ეომა მეტოქემ. კიდევ კარგი, ყველაფერი კარგად დამთავრდა - ფაქტიურად გამოცდილების ხარჯზე აჯობა ტოჩიმ

12:52 | 18.05.2018
tiko (5700)

ვა გაგამაც მოიგო? ნაგარია

12:42 | 18.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

მთავარია მოიგო

12:38 | 18.05.2018
irakli_1980 (143)

მოიგო მეექვსეც

11:46 | 18.05.2018
busido (184)

ვნახე უკვე.
თუ ვინმეს უნდა
https://www.youtube.com/watch?v=pNmZkaBwKJs

12:27 | 18.05.2018
O. Mertskhali (3102)

მადლობა

11:41 | 18.05.2018
busido (184)

პირდაპირის ლინკი ხომ არ იცის ვინმემ?

07:21 | 18.05.2018
ალექსანდრე (5205)

დღეს იოლი მეტოქე ყავს, ხვალ კი ენდოს ხვდება, მაგასაც მოუგებს.

12:10 | 18.05.2018
ოძეკი ტოჩინოშინი (6165)

იოკოძუნების შემდეგ ყველაზე რთული მეტოქე ენდო მგონია მე პირადად. ბოლო ორ ბაშოზე დაამარცხა და გაუთანაბრდა ურთიერთშეხვედრებში, თორე მანამდე ენდო უსწრებდა.

00:23 | 18.05.2018
BEERTRANCE (97819)

ხვალაც პრობლემების გარეშე უნდა მოიგოს წესით, იჩი რო მძორია გამოჩნდა დღესაც. შოდაის შეახვედრებენ ალბათ მალე.

00:11 | 18.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ცალკე მადლობა კელბოს, მისი წვლილი დიდია სუმოზე სტატიები რო დაიდო აქ...

00:09 | 18.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ისე ჩვენი გენის პატრონს, ეს სუმო რო უფრო გავაპოპულარულოთ და აბავშვები დაინტეესდეს, იქნებ სადღაც ჩვენც გამოვჩარხოთ იოკოძუნა და გავერიოთ იმ უიშვიათეზ არაიაპონურ ქვეყნებში, რომლებსაც იოკოძუნა ყოლიათ, დღეს რო ვუყურებდი ტოჩის ეს აზრი გამიჩნდა... თუმცა მანამდე ოჩი გვყავს და მას ვუსურვებ მთელი გულით ამ ტიტულის მოპოვებას და ვგულშემატკივრობ ბოლომდე, ახალი ჩართული ვარ ამ საქმეში მარა მაინც...

23:59 | 17.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

გუშინდელს და დღევანდელს ვუყურე და მაგრად გამიხარდა ჩვენი კაცის მოგება, კაი ფორმაშიც ჩანს და ოძეკობა თუ მოახერხა, ხო მაგარია, მაგრამ ბაშო რო მოიგოს მთლად გიჟობა იქნება..
კოკაის დროს ვუყურებდი ბევრი წლის წინ, მაშინ ევროსპორტი აჩვენებდა და როცა შევესწრებოდი სულ ვუყურებდი... ეს ჰაკუჰო მალადეც, ამდენი წლის მერე კიდე თუ იქნებოდა ნაღდად არ მეგონა, კოკაის დროს მახსოვს ბურდღნიდა ყველაფერს და მალადეც აქამდეც ასეთი მაგარი როა...

00:05 | 18.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

მაშინ რაღაცა რეკორდებზე მიდიოდა ჰაკუჰო და ალბათ თავიდან დაწერილი ექნება უკვე ბევრი რამე სუმოში... სპორტის ცოცხალი და მოქმედი ლეგენდაა ნაღდად

23:27 | 17.05.2018
federer (17) (13742)

გაგამარუს რაღა მოუვიდა რამე სერიოზული ტრავმა ხომ არააქვს ასე ცუდად რომ ასპარეზობს

00:32 | 18.05.2018
BEERTRANCE (97819)

მე რო ვიკითხე ტრავმა აქვსო.

21:57 | 17.05.2018
babuna18 (335)

ეს ოძეკი კი არა,მემგონი იმპერატორის თასსაც შესწვდება.ერთი ვერ გავიგე აღმოსავლეთის ტიტული რატომ არის უფრო პრესტიჟული?

23:55 | 17.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ნბაში დასავლეთი ხოა და ბალანსის პონტშია ალბათ...დდდდდ

00:02 | 18.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

ამიტომ არ გადავიდა დურანტი ვაშინგტონში ალბათ, სინამდვილეში ბალანსი დაირღვეოდა და სასტავი ამას ვერ ამუღამებს...დდდ

20:44 | 17.05.2018
tiko (5700)

მიდი ტოჩი მიდიიიიიიიი

19:41 | 17.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

სასიხარულოა ქართველის ასეთი წარმატება, იაპონია დიდი ტრადიციების ქვეყანაა. სუმო ჩვენთვის უცხოა და მით უფრო დასაფასებელია ლევან გორგაძის ასეთი დიდი წარმატება. ვუსურვებ წარმატებას!

23:31 | 17.05.2018
federer (17) (13742)

მეორეჯერაც რომ მოიგოს იმპერატორის თასი ძაან მაგარი იქნება, რადგანაც ახლა თუ ვინმე ფიქრობს რომ იქ გაუმათლა და ისე მოიგო, მეორე მოგების შემთხვევაში ამას გულშიც ვერ გაიელვებენ

19:37 | 17.05.2018
თორღვა პანკელი (1023)

ვულოცავ გაგას პირველ გამარჯვებას და ასე გაგრძელებას ვუსურვებ, ტოჩი კი იდეალურ ფორმაშია და უნდა გავიდეს დამკაში ბოლომდე, წარმატებები ბიჭებო ვამაყობთ თქვენით.

18:52 | 17.05.2018
kobaSP (4425)

იაპონია მართლაც უდიდესი კულტურის მქონე ქვეყანა... ზესახელმწიფო! როგორც მენტალიტეტით, ისე ცხოვრების დონით... მაგრამ ამ სპორტს მე პირადად ვერა გავუგე რა... ამას და "Mitsubishi Colt"-ს.

23:29 | 17.05.2018
federer (17) (13742)

რა გასაგებია სუმო თუ ძმა ხარ. მრგავი წრიდან უნდა გაიყვანო ან უნდა წააქციო და აკრძალული ილეთები ფაქტიურად არ არის და ნებისმიერი გზით წრიდან გაყვანა ან წაქცევა მოგებას ნიშნავს

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.105836