ფეხბურთი

18:12 | 17.05.2018 | ნანახია 2865 - ჯერ

უმიზეზოდ დანიშნული პენალტი: სერბი მსაჯი დააპატიმრეს (+VIDEO)

სერბი არბიტრი სრდან ობრადოვიჩი მკაცრად დაისაჯა. ნოვი სადის სასამართლომ ობრადოვიჩს ერთთვიანი პატიმორბა შეუფარდა.

საქმე ისაა, რომ სერბეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში “სპარტაკისა” და “რადნიჩკის” მატჩში განსაჯა და მეტად საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო. ორივე გუნდი ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და უშუალო კონკურენტები არიან. წინა ტურამდე თანაბარი ქულები ჰქონდათ, მაგრამ “სპარტაკმა” მეტოქეს 2:0 მოუგო და მესამე ადგილზე დამკვიდრდა.

თუმცა, ორივე გოლი პენალტით გავიდა და ორივე საეჭვო ვითარებაში დაინიშნა. განსაკუთრებით მეორე თერთმეტმეტრიანი. საჯარიმოში ფეხბურთელებს შორის კონტაქტი არ ყოფილა, მაგრამ ობრადოვიჩმა პენალტი მაინც დანიშნა.

ისიც აღსანიშნავია, რომ სანამ “სპარტაკის” სასარგებლოდ ორჯერ დანიშნავდა უმაღლეს საფეხბურთო სასჯელს, იქამდე “რადნიჩკის” ფეხბურთელიც გაუძევა (49-ე წუთზე)...

სხვათა შორის, ეს არაა პირველი შემთხვევა, როდესაც სერბეთში მსაჯობა საეჭვო გახდა.

Loading...

კომენტარები (7)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
11:14 | 18.05.2018
dinamo222 (4397)

რაგბის გასული მუნდიალის საქართველო -ნაბიბიის მსაჯებიც დააპატიმრონ და კიდევ თუ ცოცხლები არიან და თუ უკვე ჩაძაღლდნენ მაშინ საფლავებიდან ამოითხარონ--ავსტრიელი ვიორერი(ფეიენოორდი-დინამო1981 წელი) ფრანგი კიტაბჯანი(გრასჰოპერსი-დინამო1977 წ) რუსი ცაპოვეცკი(ტორპედო-დინამო1960 წლის თასის ფინალი)და ბევრი სხვაც !

23:51 | 17.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

რა მუხლით გაასამართლეს ნეტა?

23:22 | 17.05.2018
BEERTRANCE (97819)

ნეტა ვინმე მოახერხებს და ამაზე უარესს იკადრებს? თითქოს ყველაფერი ვნახეთ ამ ცხოვრებაში და მაინც გაგვაოცებენ.

22:28 | 17.05.2018
majlajuna (864)

ამ მსაჯს დიდი მომავალი აქვს, სავარაუდოდ რეალის მატჩების განსჯას ანდობენ ჩემპიონთა ლიგაზე

21:58 | 17.05.2018
იკა..იუვე..10 (3969)

ასეთი რამე არ მინახავს.. აწი შეიძლება ითქვას რო ფეხბურთში ყველაფერი ვნახე )

ის ფეხბურთელიც რა ტესლურად მოიქცა რო გაიტანა, სირცხვილია, მე ძალით ავაცელდი
საერთოდ ისეთი პირი უჩანს ორივე უნდი შეთქმულები იყვნენ ამ ანგარიშზე

23:50 | 17.05.2018
ბნელი ღრუზინი - დაწექით პუტანკებო, მეც მიცავს ანტიდისკრიმინაციული კანონი მგონი (917)

მეც ეს ვიფიქრე

19:22 | 17.05.2018
ლეო შე ყვე(ლ)ო!!! .......................... LApaata (1287)

ანგარიშზე ქონდა ნაღდათ დადებული..

18:55 | 17.05.2018
Buratino (3207)

ამას აშკარად "გამაზული" ჰქონდა, თანაც 2:0-ზე

20:32 | 17.05.2018
kobaSP (4425)

ხო. და "იქნება თუ არა 11 მეტრიანი" ეგეც "კი" დასვა.

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.089793