ფეხბურთი

12:47 | 17.05.2018 | ნანახია 3184 - ჯერ

“ატლეტიკომ” ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მეტი გამოიმუშავა, ვიდრე ევროპა ლიგაზე

მადრიდის “ატლეტიკომ” 2017-2018 წლების სეზონში ევროტურნირებზე 26 მილიონი ევროს გამომუშავება შეძლო. აღნიშნულ ინფორმაციას ესპანური გაზეთი AS-ი ავრცელებს.

ესპანურმა კლუბმა უეფას ევროპა ლიგის ფინალიდან 6,5 მილიონი ევრო მიიღო, 1,6 მილიონი ერგო ნახევარფინალიდან, ხოლო მეოთხედფინალში 1 მილიონს მოუყარა თავი.

ყველაზე დიდი თანხა “ლეიბებმა” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპიდან მიიღეს, რომლის რაოდენობამაც 16,3 მილიონი ევრო შეადგინა.

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში, დიეგო სიმეონეს მიერ გაწვრთნილი გუნდი “ჩელსისთან”, “რომასთან” და “ყარაბაღთან” ერთად იყო. "მელეიბეებმა" ჩატარებული 6 მატჩიდან მხოლოდ 1 მოგებას, 4 ფრეს და 1 წაგებას მოუყარა თავი, რომელიც მხოლოდ მე-3 ადგილისთვის აღმოჩნდა საკმარისი, შესაბამისად "ატლეტიკომ" ევროპა ლიგაზე გადაინაცვლა და საბოლოოდ ევროპის რანგით მეორე ტურნირის გამარჯვებულიც გახდა.

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (8)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
15:06 | 19.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

დაუწერიათ უკვე ბოდიში

15:05 | 19.05.2018
წინ ბათუმის დინამო (95)

აქ ყარაბაღთან გამომუშავებული ,,ლევი,,ფული არ დაუთვლიათ თორემ ასჯერ მეტი გამოვიდოდა

19:19 | 17.05.2018
kobaSP (4406)

საერთოდ უაზრო ტურნირია... ფულის საკეთებელი დაზგაა თორემ ვის აინტერესებს საერთოდ ეს ტურნირი... და პირადად მე ამ ტურნირს იმ შემთხვევაში მივიღებ რეალურად თუ ჩ/ლიგა მართლაც ჩემპიონების იქნება და არა მესამე-მეხუთე ადგილოსნების... ნუ, ასე თუ ისე მეორე ადგილოსანი კიდევ მისაღებია... რისი "ჩემპიონთა ლიგაა სადაც მეოთხე ადგილოსნებიც კი პირდაპირ გადიან ტურნირზე...

15:20 | 17.05.2018
ani-federer 20 (4918)

ლივერსაც მოუგებენ ესენი სუპერ თასს :დდდ

14:43 | 17.05.2018
majlajuna (836)

მაგარი ბიზნესი დაატრიალა ატლეტიკომ რა გინდათ, იქეთ ყარაბაღთან ფული გააკეთა, აქეთ ევროპა ლიგა მოიგო

14:25 | 17.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12287)

"ყარაბახთან" რამდენიც გამოიმუშავეს, ეგ ალბათ დოკუმენტაციაში არ იქნება ასახული

09:36 | 20.05.2018
geo.ragby (443)

DDDDDDDDDDDDDDDD

12:51 | 19.05.2018
BEERTRANCE (97373)

DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

13:54 | 17.05.2018
ogafa (7382)

ყოჩაღ

13:40 | 17.05.2018
r.f. (196)

ლეიბები არა ატამანკა კიდე))))

სტატისტიკა
0.191802