ფეხბურთი

1:38 | 17.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

შენ ეს დაიმსახურე - ფერნანდო ტორესმა "ატლეტიკოში" პირველი ტიტული მოიგო!

მადრიდის “ატლეტიკომ” ევროპა ლიგის ფინალში “მარსელი” (3:0) დაამარცხა და სეზონი ტიტულით დაასრულა. საერთოდ, დიეგო სიმეონეს ერაში მადრიდული გუნდისთვის ტიტულები უცხო ხილი სულაც არაა, მაგრამ...

“როხიბლანკოს” ცოცხალმა ლეგენდამ ფერნანდო ტორესმა მშობლიურ გუნდთან ერთად ტიტული პირველად მოიგო. დიახ, ტორესს, რომელიც “ატლეტიკოს” აკადემიაში 1995-2001 წლებში, ხოლო მთავარ გუნდში 2001-2007 და 2015 წლიდან დღემდე ირიცხებოდა, ჯილდო არ ჰქონდა მოგებული. თუ არ ჩავთლით 2001-2002 წლების სეზონში სეგუნდადივიზიონში ჩემპიონობას...

სიმბოლურია, რომ 34 წლის ფორვარდი “ატლეტიკოდან” ტიტულით მიდის. ტორესი გამოსათხოვარ მატჩს 20 მაისს, “ეიბართან” ჩაატარებს.

ისე კი, “ელ ნინიომ” ევროპა ლიგა მეორედ მოიგო. პირველად ეს “ჩელსისთან” ერთად გაახერხა. გარდა ამისა, მოგებული აქვს ინგლისის ასოციაციის თასი და ჩემპიონთა ლიგა. ესპანეთის ნაკრებში კი ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი და ერთხელ მსოფლიოს ჩემპიონი.

0.114094