სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ჩოგბურთი

18:38 | 16.05.2018 | ნანახია 2290 - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ნოვაკ ჯოკოვიჩს ვერ გაუმკლავდა

ნიკოლოზ ბასილაშვილი რომის მასტერსის 1/16 ფინალში სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს ვერ გაუმკლავდა და ტურნირს გამოეთიშა. საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი ნოვაკთან ორ სეტში დამარცხდა – 4:6, 2:6.

შეხვედრამ საათსა და 18 წუთს გასტანა და ჯოკოვიჩის უპირატესობა ნათელი იყო. თუმცა, პირველ სეტში ბასილაშვილმა მეტოქეს ჯეროვანი წინააღმდეგობა გაუწია და ოდენ ბოლო ორი გეიმი დათმო – 4:6. მათ შორის, გადამწყვეტი საკუთარ მოწოდებაზე წააგო, რაც ორმაგად გულდასაწყვეტია.

აი, მეორე სეტში სერბი ჩოგბურთელის უპირატესობა ნათელი გახლდათ. ჯოკოვიჩმა სამი გეიმი მიჯრით მოიგო და მაშინვე ნათელი გახდა, რომ უპირატესობას აღარ გაანიავებიდა. 3:0-დან ნიკას მაქსიმუმი ორი მოგებული გეიმი აღმოჩნდა და მეორე სეტი 2:6 წააგო. გადამწყვეტი ქულა კი, ქართველი ჩოგბურთელის ორმაგ შეცდომას მოჰყვა და შეხვედრაც დასრულდა.

საერთოდ, ბასილაშვილმა 9 ორმაგი შეცდომით დაასრულა შეხვედრა, მაშინ, როდესაც ჯოკოვიჩი იმავე კომპონენტში სამჯერ შეცდა. სერბმა 5 ეისი შეასრულა, ხოლო ჩვენებურმა – ერთი.

ნოვაკ ჯოკოვიჩი – ნიკოლოზ ბასილაშვილი 2:0 (6:4, 6:2)

სარეკლამო ადგილი - 25
710 x 104
Loading...

კომენტარები (14)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
23:00 | 18.05.2018
BEERTRANCE (97382)

იმედია მოლოდინებს გაამართლებს ჯოკოს და ნადალის ჯახი.

18:27 | 18.05.2018
NADAL RAFAEL (4880)

მიდი ნოვაკ მოუგე კეის და გადი რაფაზე..1 წელი გავიდა ზუსტად მას შემდეგ რაც ბოლოს ეთმანეთს შეხვდნენ...სეზონში 6-7-ჯერ თამაშობდნენ ხოლმე ადრე,1 წელი ძაან ბევრია..დროა შეხვდნენ))

15:19 | 18.05.2018
diadimaestro (1726)

თეთრი ბარონი კაი ხანი გადმოიხედება რეიტინგის სათავიდან ვატყობ.

15:15 | 18.05.2018
diadimaestro (1726)

4-2 იგებდა ნადალი.ჩავრთე და გაფარჩაკდა ტიპი.ეხხ რაფაელ რა ბიჭი იყავი ახალგაზრდობაში.

14:07 | 18.05.2018
japaraa (819)

დღეს ფონინისთან ერთად მთელ რომს უნდა ებრძოლოს რაფა ))) საბოლოო ჯამში ფონინიც და რომიც დაეცემა !!

13:55 | 18.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (9428)

ფონინი მოუგებს ნადალს დღეს

14:46 | 18.05.2018
federerjamesliverpooldelpotro (9428)

ადმინ ამ კომენტარს რო ვწერდი გულში ნადალს ვაგინებდი დაადე ცენზურა

17:36 | 18.05.2018
O. Mertskhali (2741)

14:34 | 17.05.2018
japaraa (819)

გამოუსწორებელია ეს ბასილა რა ყველამ ატაკა ნოლეს 1 შენც გექნა რაღაცით მაინც ვიამაყებDით...

13:52 | 17.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12308)

ეს ნოლე ხო ჯორის ხორცად გადაიქცა, აღარავის არგია არც საკუთარი თავისთვის უქნია ღმერთს და ქართველებისთვის რო კარგად დაემახსოვრებინა თავი, არც ეგ იკისრა
მაინც უნდა წააგო დღეს-ხვალ, გაგვატარე რა ტონკად...

13:14 | 18.05.2018
MatsSundin (1503)

ვაააა დღეს სუპერ დერბი მაქვს))))) დათიკო და საშიკო 3 სეტიანი ჯახი გველის,კორბენ ჯან))))

13:49 | 18.05.2018
# KoRBeN DaLLaS # (12308)

შეიძლება გაგიკვირდეს და დათიკოს დავუდექი პლიუსში. ეგრევე მოგების დაწერა მინდოდა, მაგრამ თავი დავიზღვიე (ჩემი ჭკუით ).

04:41 | 17.05.2018
diadimaestro (1726)

17 რატო ეხატა ბასილას უკან.17 მაისის პონტში?

14:22 | 17.05.2018
ალექსანდრე (4776)

ეგღა გვაკლდა

04:37 | 17.05.2018
diadimaestro (1726)

კაი რა ბასილ ჯოკოვიჩთან რანაირად წააგე.ფედერერს უგებ გეიმებს და ნოვაკზე მოგება რა გახდა ასეთი. მაგრა შეგვარცხვინე ამასთან რომ წააგე.კუშები როგორ იყო ისე ბასილა იყო ფავორიტი თუ ნოლე? 9 ორმაგი რაამბავია.

01:26 | 17.05.2018
levani82 (41180)

ani-federer 20

დათო გურგენიძე სილკ სპორტს ტყუილად აგინებს. იქედან იგზავნება თამაში რომელიც სატელევიზიო ბადეში უნდა იყოს. რეჟისორმა ასე ინება, რომ პირველი თამაში ნადალის ეჩვენებინათ და მერე ამათი თუ დრო დარჩებოდა. ჯერ უნდა გავარკვიოთ თამაშების ჩვენება როგორ ხდება და მერე დავიწყოთ ან არ დავიწყოთ ამათი გინება. ჩვევად გვაქვს გადაქცეული არვიცით არსი მაგრამ წინასწარ უნდა ვაგინოთ. რა ამათ არ უნდოდათ რომ მთლიანი თამაში ეჩვენებინათ?

20:22 | 16.05.2018
BEERTRANCE (97382)

არადა პირველ სეტში როგორ ვერ გამოიყენა ბრეიკ პოინტები. დასანანია, რო მოეგო იქნებ მეორე სეტშიც ექნა რამე.

19:30 | 16.05.2018
ani-federer 20 (4925)

ეგ მემგონი არაა მაგათზე დამოკიდებული რას აჩვენებენ

19:12 | 16.05.2018
O. Mertskhali (2741)

არ მინდოდა აქ წინასწარ თქმა, თორემ ფაქტიურად 100%-ით ვიცოდი, რომ თუ ჯოკოვიჩი ტრავმას არ მიიღებდა, ეს მომგები არ იყო... სამწუხაროდ, პროგრესის გზაზე არაა ნიკოლოზი

19:37 | 16.05.2018
თორღვა პანკელი (925)

1-ლი სეტი უფრო კოლიას ქონდა მოსააგები და წააგო, 4-ი ბრეიკ პოინტი ვერ გამოიყენა და მერე ჯოკოვიჩი კი არა ფსიქოლოგიურად ისეთებთან გატეხილა ამასთან სულ არ გამკვირვებია, გეთანხმები პროგრესი კი არა აშკარად რეგრესი აქ, ბერდიხს რომ მოუგო ისეთ ფორმაში რომ ყოფილიყო ამასაც წააქცევდა.

19:58 | 16.05.2018
O. Mertskhali (2741)

ჰო და, მეც მაგაზე ვამბობ: მოსაგებ გეიმებს რომ აგებს და ზოგადად, 'უპატიებელ' შეცდომებს რომ უშვებს, ძალიან ხშირად

სარეკლამო ადგილი - 20
250 x 188
სარეკლამო ადგილი - 22
250 x 250
0.094504