ფეხბურთი

18:21 | 16.05.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნეიმარი: "ძალიან მეშინია!"

ფრანგული “პარი სენ ჟერმენისა” და ბრაზილიის ნაკრების თავდამსხმელ ნეიმარს მსოფლიოს ჩემპიონატის მოახლოება აშინებს. როგორც სამხრეთამერიკელმა შემტევმა განაცხადა, ახლა მის ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია და ძალიან ეშინია.

“ერთი სული მაქვს, რომ ამ მომენტიდან გამოვიდე და მსოფლიოს ჩემპიონატზე მოვახდინო კონცენტრირება. ბრაზილიაში ყოფნის დროს ჩემს ირგვლივ მყოფი ხალხის დამსახურებით ცუდზე არ ვფიქრობდი, მაგრამ ჩემს თავში ყოველთვის იყო სხვადასხვა ფიქრები.

ვიცი, რომ ჩემს დაბრუნებას ბევრი ელოდება, მაგრამ დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მეშინია. ვფიქრობ, ეს ჩემს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდია”, - განაცხადა ნეიმარმა.

შეგახსენებთ, ნეიმარმა ტრავმა თებერვალში, პსჟ – “მარსელის” მატჩისას მიიღო და მას შემდეგ არ უთამაშია. ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტიტემ კი, შემადგენლობა უკვე დაასახელა და ნეიმარი განაცხადში იმყოფება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.124755